პოლარული ნათება ბაყაყის თვალით

 როგორ გამოიყურება პოლარული ნათება ბაყაყის სიმაღლიდან? შვედეთში, კირუნადან გადაღებულ ამ ფოტოს თუ შევხედავთ, მხოლოდ ასეთი პასუხი თუ მოგვივა თავში – ”დიდებულად!”. კირუნა, შვედეთის ლაპლანდიაში მდებარეობს, ჩრდილოეთის პოლარული წრის ჩრდილოეთით, ამიტომ ჩრდილოეთი მაგნიტური პოლუსის შემომფარგლავი ნათების ოვალში ძალიან ხშირად ხვდება. ბაყაყის თვალსაწიერიდან რომ გადაეღო, ფოტოგრაფმა ტელეფონის განათება ჩართო და მიწაზე დადო ის. წინა ხედის ”ბრილიანტები” – განათებული ყინულის ნატეხებია. ”ტბა”, რომელშიც ჩრდილოეთის ციალი აირეკლება – პატარა გუბეა. მოშორებით კი ობსერვატორია ბენგთ ჰულტკვისტი ჩანს(პოლარული ნათება).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.