2015 წლის 4 ივლისს, ავტომატური ინტერპლანეტარული სადგური ”ახალი ჰორიზონტები”, 12,5 ათასი კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდა პლუტონს და მისი ზეადპირის ფოტოები გადაიღო(nasa).
მეცნიერთათვის სრული მოულოდნელობა იყო მიღებული მონაცემები პლუტონის მთათა მასივების შესახებ. ბევრ მათგანზე კრატერებიც არის. მათ შორის ყველაზე გამორჩეულია ორი მაღლობი, რამდენიმე კილომეტრის სიმაღლითა და 161 კილომეტრის დიამეტრით, რომელიც დედამიწისა და მარსისეულ ვულკანებს მოგვაგონებს. ასტროფიზიკოსთა აზრით, პლუტონის მთები, ვულკანებია, რომლებიდანაც გავარვარებული ლავას მაგივრად, გაყინული წყლის, მეთანის, აზოტისა და ამიაკის ნაზავი იფრქვევა. მზიდან 30-ჯერ უფრო შორს მდებარე პლანეტისთვის, ვიდრე დედამიწაა, ეს ყველაფერი ძალიან უჩვეულოდ გამოიყურება, თუმცა, ”ეს არის ერთად-ერთი შესაძლო ახსნა” – ამბობს ოლივერ უაითი, NASA-ს კვლევითი ცენტრიდან.
აღმოჩენილია რამდენიმე დიდი ნაპრალიც, ოთხ კილომეტრამდე სიღრმით. ერთ-ერთის სიგრძე 322 კილომეტრს უტოლდება. ეს ყველაფერი, პლანეტის ბირთვში ერთ დროს მიმდინარე ბუნებრივი რადიოაქტიური დაშლისა და ზედაპირზე მომხდარი გლობალური ცვლილებებით შეიძლება აიხსნას(მისია ახალი ჰორიზონტები).