პირველი შემთხვევა…

 მეტეორიტები ჩვენი პლანეტის ზედაპირზე მუდმივად ცვივა. თუმცა, ალბათობა იმისა, რომ რომელიმე კოსმოსური კენჭი ადამიანს მოხვდება, უკიდურესად მცირეა. თუ გამომცემლობა The Economist-ს დავუჯერებთ, 74 817 414-დან მხოლოდ 1 შანსი არსებობს იმისა, რომ ადამიანის სიცოცხლე გარემოებათა ასეთი ერთობლიობის გამო დასრულდება. სამწუხაროდ, ინდოეთის ქალაქ ველურუს მცხოვრებს სწორედ ასეთი შანსი ხვდა წილად.

 მეტეორიტის ვარდნის ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ სკოლისა და მის წინ მდგარი ავტობუსის ყველა შუშა ჩაამტვრია, ხოლო ვარდნის ადგილზე 1 მეტრამდე დიამეტრის ორმო წარმოქნა. ინციდენტის მსხვერპლნი და დაღუპული მძღოლის ოჯახი, ინდოეთის მთავრობისგან კომპენსაციას მიიღებენ.

 მეტეორიტები და მისი ნამსხვერევები ადრეც მოხვედრიათ ადამიანებს. მაგალითად, 1954 წლის 30 ნოემბერს, 4 კილოგრამის მასის მეტეროტმა სახლის სახურავი გახვრიტა და რიკოშეტის მერე სახლში მყოფ ქალბატონს მოხვდა. 1992 წელს, სულ რაღაც 3 მილიმეტრი ზომის მეტეორიტი უგანდელ ბავშვს დაეცა(ასტეროიდები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.