პერსეიდები

 აგვისტოს პირველ ნახევარში, ყოველწლიური მეტეორული ნაკადი – პერსეიდები, აქტიურობის პიკს (12→13 აგვისტოს ღამე) უახლოვდება (აქტიურია 27 ივლისიდან 24 აგვისტომდე).

 წარმოიდგინეთ, რომ ქარიან დღეს გზაჯვარედინი გადაკვეთეთ, რომელზეც ახლახანს ქვიშით სავსე სატვირთო მანქანამ გაიარა. უკან მას მტვრის შლეიფი მიყვება, ხოლო ქვიშის ნაწილაკები კი თქვენი მანქანის საქარე მინას ხვდება. ახლა ეს სურათი კოსმოსში გადავიტანოთ: სატვირთო მანქანა – კომეტაა, გზაჯვარედინი კი დედამიწისა და კომეტის ორბიტების გადაკვეთის ადგილი, ხოლო საქარე მინა – დედამიწის ატმოსფერო.

პერსეიდების წარმოშობა

 ამ ნაკადის ნაწილაკების წყაროს კომეტა სვიფტ-ტატლი (109P) წარმოადგენს. მოძრაობს რა წაგრძელებულ ორბიტაზე, მზის გარშემო შემოვლას 133 წელიწადს ანდომებს. მზესთან მიახლოებისას მისი ბირთვი აორთქლებას იწყებს, გაზებთან ერთად მცირე ზომის კენჭები და ქვებიც ამოიტყორცნება, კომეტის უკან კი გიგანტური მტვროვანი ზოლი (შლეიფი) რჩება. ეს კომეტა, 1862 წლის 16 ივლისს აღმოაჩინეს. ყველაზე დიდი ობიექტია, რომელიც დედამიწასთან ახლოს გაივლის ხოლმე. მზის გარშემო შემოვლის საშულო პერიოდი 130 წელია. ორბიტა ძალიან წაგრძელებულია, პლუტონის ორბიტამდე აფელიუმში. 26 კილომეტრიან კომეტას, რომლის სიჩქარეა 60 კმ/წმ, დედამიწასთან შეჯახების შემთხვევაში, ყველანაირი სიცოცხლის განადგურება შეუძლია, რადგან აფეთქების სიმძლავრე, დინოზავრების დამღუპველი კომეტის შეჯახების სიმძლავრეზე 27-ჯერ მეტი იქნება. მისი მოძრაობა რეტროგრადულია, ანუ პლანტების მოძრაობის საპირისპირო, ასეთი შეჯახება უფრო დამაზიანებელია. მინიმალური მანძილი, რომელზეც დედამიწას შეუძლია მოუახლოვდეს 135 ათასი კილომეტრია, ანუ მთვარესა და ჩვენს შორის. ახლა ზუსტად არის ცნობილი, რომ ასეთი მჭიდრო მოახლოება 2126 წლის 5 აგვისტოს შეიძლება მოხდეს, თუმცა ამ და კიდევ უფრო შორეულ მომავალშიც ეს კომეტა და დედამიწა ერთმანეთს არ შეეხება (კუდიანი ასტეროიდები და გზანი კომეტისანი).

 ათასობით წლის განმავლობაში, მზის გამოსხივების წნევა ამ ზოლს აფართოებს და წელავს. პერსეიდების ნაკადის სიგანე ახლა 40 მილიონ კილომეტრს აღწევს და 30კმ/წმ. სიჩქარით მოძრავი დედამიწა მასში გავლას თვეზე მეტს ანდომებს. ნაკადის ყველაზე უფრო სქელი ნაწილი შედარებით ვიწროა – 1,3 მლნ.კმ, რომელსაც ჩვენ 12 საათში გავდივართ.

 პერსეიდების შემადგენელი ნაწილაკები 53 კმ/წმ. სიჩქარით იჭრება ატმოსფეროში. ასეთი სიჩქარის მქონე მილიმეტრის ზომის ნაწილაკს საკმაოდ დიდი ენერგია აქვს, 1 გრამი ტროტილის აფეთქების ტოლფასი. თავისუფლად შეუძლია კოსმოსური ხომალდის გახვრეტა.

 ამასთან ერთად, ნაწილაკების კონცენტრაცია ძალიან დაბალია. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ერთი ასეთი ნაწილაკი წელიწადში ერთჯერ შეიძლება შეეჯახოს, ისიც, ნაკადის ცენტრალურ ნაწილში გავლისას. ორბიტაზე დაგროვებული ნაგავი გაცილებით მეტ საფრთხეს ქმნის, ვიდრე კოლოსალური სიჩქარეებით მქროლი მეტეოროიდები (ვინ უფრო ანაგვიანებს კოსმოსს?).

 საერთაშორისო მეტეორიტული ორგანიზაციის (IMO) პროგნოზით, პერსეიდების აქტიურობა პიკზე 100 მეტეორიტი იქნება საათში, მაქსიმუმზე შასაძლებელია დამატებითი ორი მატება, რაც მეტეოროიდების შეჯგუფებასთან არის დაკავშირებული, რომლებიც წინა წლებში შეამჩნიეს.

ბოლიდი – დიდი ელვარების მეტეორი.

მეტეორი – ნათება დედამიწის ატმოსფეროში, მასში მყარი კოსმოსური სხეულებისა თუ ნაწილაკების შემოჭრის დროს, რომლებსაც მეტეოროიდებს უწოდებენ.

მეტეოროიდი – მყარი პალანეტათშორისი ობიექტი. ასტეროიდებისაგან განსხვავდება ზომით, ჩვეულებრივ, რამდენიმე ათეულ მეტრზე პატარა ზომის. დედამიწის ატმოსფეროში მოხვედრისას იწვეს ელვარე ნათებას. მას მეტეორულ სხეულსაც უწოდებენ.

 მეტეორიტი – მეტეოროიდი, რომელიც დედამიწის ზედაპირზე დაეცა.

 მიკრომეტეოროიდი და მიკრომეტეორიტი – შესაბამისად მიკროსკოპული ზომების მეტეოროიდი და მეტეორიტი.

 კოსმოსური მტვერი – მიკრომეტეოროიდებზე პატარა ნაწილაკები, დედამიწის ატმოსფეროში მოხვედრისას არ იწვევს ნათებას.

დაკვირვება

 დაკვირვებისთვის არანაირი აპარატურა საჭირო არ არის, თუმცა საკმაოდ შთამბეჭდავი ფოტოები გამოგივათ თუ მეტეორული “წვიმის” გადაღებას გადაწყვეტთ. შტატივზე დამაგრებული ფოტოაპარატი ე.წ. რადიანტისკენ, მეტეორების შემოსვლის წერტილისკენ მიმართეთ, ამ შემთხვევაში – პერსევსის თანავარსკვლავედი (ტელეფონში დააყენეთ ცის რუკა, მაგალითად – Sky Map), გამოგადგებათ ეს ტექნიკა – როგორ გადავიღოთ ირმის ნახტომი.

2 comments

  1. გამარჯობა. გთხოვთ მითხრათ, სად თბილისში ან ქალაქის სიახლოვეს უმჯობესია ვარსკვლავიანი ცის დანახვა? გვინდა ბავშვებთან ერთად ვუყუროთ. წინასწარ დიდი მადლობა პასუხისთვის.

  2. გამარჯობა. ზოგადად, ბნელი ცა თბილისიდან 60-70 კილომეტრის რადიუსს გარეთაა, თუმცა თბილისში მოიძებნება ადგილები, სადაც გარე განათებების მცირე რაოდენობაა. მოგვძებნეთ ფეისბუკში – ასტრონომიის მოყვარულთა ჯგუფი, იქ მეტს გეტყვიან (Astronet.Ge).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.