ნობელის პრემია ფიზიკაში, ხელოვნური ინტელექტის ნამდვილ პიონერებს – ჯონ ჰოპფილდს და ჯეფრი ჰინტონს მიენიჭათ – მათ შეიმუშავეს საშუალებები, რომლებიც თანამედროვე მანქანური დასწავლის საფუძვლია. ეს უკანასკნელი, შეგახსენებთ, საშუალებას აძლევს მანქანებს, უკიდურესად დიდი რაოდენობით მონაცემებში გარკვეული კანონზომიერებები იპოვონ და ამოიცნონ.
ბრიტანული წარმომავლობის კანადელი, ჯეფრი ჰინტონი, ასევე ცნობილია, როგორც “ხელოვნური ინტელექტის ნათლია” – მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა ხელოვურმა ინტელექტმა მონაცემთა მასივში დამოუკიდებლად მოიძიოს მახასიათებლები და ამით, სურათებზე არსებული გარკვეული დეტალები ამოიცნოს, სწორედ მისი შექმნილია
“ეს ხელოვნური ნეირონული ქსელები გამოიყენებოდა კვლევის წინსვლისთვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა ნაწილაკების ფიზიკა, მეცნიერება მატერიაზე და ასტროფიზიკა. ისინი ასევე გახდა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილიც, მაგალითად, სახის ამოცნობა და ენების თარგმნა“, – განმარტა ელენ მუნმა, ფიზიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.
ნობელის კომიტეტის წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ ძლიერი ტექნოლოგიური პროგრესი რისკებით არის სავსე, რადგან ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა განვითარებამ შეიძლება გარკვეული საფრთხე შუქმნას კაცობრიობის მომავლს. საინტერესოა, რომ თავად ჰინტონმა არაერთხელ ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის საშიშროებაზე. დაჯილდოების დროს, მეცნიერმა ისიც კი განაცხადა, რომ ადამიანებს უნდა აწუხებდეთ ის რიგი უარყოფითი შედეგები, რომლებიც ხელოვნური ინტეელქტის მხრიდან შეიძლება გვემუქრებოდეს, მაგალითად, მისი გადასვლა უკონტროლო მდგომარეობაში.
ჯონ ჰოპფილდი, პრინსტონის უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი, ნობელის ყველაზე ხანდაზმული (91 წლის) ლაურეატი გახდა. 1982 წელს, მან გამოიგონა ასოციაციური ნეირო ქსელი, რომელსაც შეუძლია შეინახოს და აღადგინოს სურათები, და სხვა ტიპის სტრუქტურები მონაცემებში.
ნობელის პრემია ქიმიაში გადაეცათ დევიდ ბეიკერს, დემის ჰასაბისს და ჯონ მ. ჯამპერზას, „ცილების სტრუქტურული მოწყობის კოდის გატეხვისთვის“. ეს ნიშნავს, რომ მეცნიერებმა, ბიოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემის გადასაჭრელად მანქანური დასწავლა გამოიყენეს: ცილების სამგანზომილებიანი ფორმის პროგნოზირება და მათი პროექტირება ნულიდან.
ნობელის პრემიები ფიზიკასა და ქიმიაში გაიცემა ცალ-ცალკე, ეს ახალი ნამუშევრები კი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული აღმოჩნდა: ფიზიკაში, პრემია მიენიჭა მანქანური დასწავლის საფუძვლებს, ხოლო ქიმიის პრემია მიენიჭა ამის გამოყენებას ცილების ფორმის წინასწარი პროგნოზირებისთვის (რა არის მანქანური დასწავლა?).