ნისლეული კონუსი „ჰაბლისგან“

 გიგანტურ მტვროვან სვეტში სახელად კონუსი, ვარსკვლავები იბადებიან. ეს ვარსკვლავური აკვანი კოლონებით, სვეტებითა და უზარმაზარი დენადი წარმონაქმნებით არის სავსე, რომლებშიც გაზისა და მტვრისგან შემდგარი ღრუბლები, ახალგაზრდა ვარსკვლავების მაღალენერგიულ ქარებს „ებრძვიან“. ნისლეული კონუსი ასეთი ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, ჩვენი გალაქტიკის ელვარე ვარსკვლავთწარმომქმნელ რეგიონში NGC 2264. „ჰაბლით“ გადაღებული ფოტოებით შედგენილ გამოსახულებაზე კონუსი უპრეცედენტო დეტალებშია წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ ნისლეული კონუსი, მარტორქის თანავარსკვლავედში, ჩვენიდან 2,5 ათასი სინათლის წლით არის დაშორებული და მისი სიგრძე 7 სინათლის წელია, ეს ფოტო მხოლოდ ბლაგვ კუთხეს მოიცავს კონუსის წვერზე ზომით სულ რაღაც 2,5 სინათლის წელი. გალაქტიკის ჩვენს ნაწილში ეს მანძილი მზიდან კენტავრის ალფამდე (უახლოესი ვარსკვლავი „ჰაბლმა“ გადაიღო) ნახევარ გზაზე ოდან მეტს შეესაბამება. მასიური ვარსკვლავი NGC 2264 IRS, რომელიც „ჰაბლმა“ 1997 წელს ინფრაწითელი დიაპაზონით დაინახა, ხსენებული ვარსკვლავური ქარის წყარო უნდა იყოს, რომელიც კონუსს ფორმას აძლევს. ის, გამოსახულების ზედა კიდეს იქეთ მდებარეობს. კონუსის მოწითალო “მოსასხამი” მანათობელი წყალბადისგან შედგება (ნისლეულები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.