ნეიტრონული ვარსკვლავების მასის ზედა ზღვარი

 1960-იანი წლებიდან დაწყებული, ნეიტრონული ვარსკვლავების პირველად აღმოჩენის მერე(პულსარი PSR J1921+2153, იგივე პატარა მწვანე კაცუნები, რადგან მისი მუდმივი პულსაცია არამიწიერი ცივილიზაციისგან გამოგზავნილი სიგნალები ეგონათ), ასტროფიზიკოსები ცდილობენ გაარკვიონ, რამდენად მასიური შეიძლება იყოს ეს ეგზოტიკური კოსმოსური ობიექტი. შავი ხვრელისგან განსხვავებით, ნეიტრონულ ვარსკვლავს არ შეუძლია მასის მატება ახლოს მდებარე მატერიის ხარჯზე. გოეთეს(ფრანკფურტი, გერმანია) უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ნეიტრონული ვარსკვლავების მასის ზედა ზღვრის ზუსტი მნიშვნელობა გამოითვალეს – 2,16 მზის მასა.

 ორი მზის მასაზე მეტი მასითა და საშუალო რადიუსით 12 კილომეტრი, ნეიტრონული ვარსკვლავები სამყაროს ყველაზე მკვრივი ობიექტებია, შავი ხვრელისთვის შესადარი გრავიტაციული ველით. ნეიტრონული ვარსკვლავების უმრავლესობას 1,4 მზის მასა აქვს, თუმცა აღმოჩენილია გაცილებით მასიურებიც, მაგალითად, მზეზე 2,01-ჯერ მასიური პულსარი PSR J0348+0432.

 არსებული თეორიის მიხედვით, უზარმაზარი მასისა და სიმკვრივის ხარჯზე, გარკვეული ზღვრის მიღწევის მერე, ნეიტრონული ვარსკვლავი უნდა დაიშალოს და შავ ხვრელად გადაიქცეს. ამის ”გამშვებ მექანიზმად” ერთი ზედმეტი ნეიტრონის მიმატებაც კი საკმარისი უნდა იყოს, ნაწილაკის მიზერული მასის მიუხედავად.

 ნეიტრონული ვარსკვლავები იმდენად ჰგვანან ერთმანეთს, რომ ზოგიერთი მათი მახასიათებლი მუდმივი სიდიდეებით(კონსტანტებით) შეიძლება გამოისახოს. მეცნიერებმა ეს თეორიული დაშვება, ორი ნეიტრონული ვარსკვლავის შერწყმის შედეგად გაჩენილი გრავიტაციული ტალღებისა და თანმდევი ელექტრომაგნიტური გამოსხივების მონაცემებთან გააერთიანეს. ალბათ გახსოვთ, რომ ეს მოვლენა გრავიტაციული ტალღების ობსერვატორიამ – LIGO, გასულ წელს დაარეგისტრირა(გალაქტიკა NGC 4993: ისტორიული აფეთქების სახლი; თუ LIGO ნეიტრონული ვარსკვლავების შერწყმასაც დაარეგისტრირებს…).

 საკმაო სიზუსტის რეალური მონაცემების მიღებამ გამოთვლის პროცესი გააიოლა, რიგი თეორიული მოდელების გამოყენებისგან განთავისუფლებით, რომლებითაც სამყაროს ყველაზე უფრო მკვრივი მატერიის თვისებები და ქცევა აღიწერება. ვარსკვლავების წიაღში(სხვადასხვა სიღრმეზე) არსებული მატერიის შემადგენელზე ინფრომაციის მოსაპოვებლად სწორედ ამ მოდელებს იყენებენ.

 ეს ნამუშევარი, თეორიული და ექსპერიმენტული მონაცემების ურთიერთ შევსების საუკეთესო მაგალითია. ”ამ შემთხვევაში, მილიონობით სინათლის წლის იქეთ მომხდარმა ნეიტრონული ვარსკვლავების შერწყმამ გამოცანის ამოხსნის შესაძლებლობა მოგვცა, რომელზეც ასტროფიზიკოსები 50 წლის განმავლობაში წვალობდნენ” – ამბობენ კვლევის ავტორები.

 აღსანიშანვია, რომ Letter of the Astrophysical Journal-ში გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღის მერე, ა.შ.შ-და იაპონელმა მეცნიერებმაც დაადასტურეს ეს მონაცემი, თავიანთ გამოთვლებში სხვა გზებისა და მიდგომების გამოყენებით(ნეიტრონული ვარსკვლავების დიდი გაერთიანება; ზეახალი ვარსკვლავი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *