გალაქტიკა NGC 4993: ისტორიული აფეთქების სახლი

  ეს მოწითალო წერტილი, გალაქტიკა NGC 4993-ის ცენტრიდან მარცხენა ზედა ნაწილში მდებარეობს. ხედავთ მას? სავარაუდო მიმართულებით ცის სკანირებისას, უპრეცედენტო გრავიტაციული სიგნალის –  GW170817, წყაროს მილევადი ნათება იქნა აღმოჩენილი. მისი ადგილმდებარეობის დადგენის მერე, ისტორიაში პირველად, ტელესკოპებით დაკვირვება დაიწყო სინათლეზე, რომელიც გრავიტაციული ტალღების წყაროდან იქნა გამოსხივებული. მიღებული იქნა დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომ ორი ნეიტრონული ვარსკვლავის შერწყმისას აფეთქება მოხდა, რომლის დროსაც მძიმე ელემენტები სინთეზირდება, მოკლე გამა-ანთებისა და ე.წ. კილონოვას (ერთგვარი მიკროახალი ვარსკვლავის ანთება) ანთების თანხლებით. ამ ლინზისმაგვარი გალაქტიკის ფოტო “ჰაბლმა” გადაიღო, აღმოჩენიდან რამდენიმე დღის მერე, სუსტად მანათობელი წერტილით მასში. მოვლენის შესწავლა გრძელდება – აფეთქების ფიზიკა, მძიმე ელემენტების გაჩენა (ისევ კოსმოსური ოქროს შესახებ), სინათლისა და გრავიტაციული ტალღების გავრცელების სიჩქარის შედარება (გრავიტაციაც სინათლის სიჩქარით ვრცელდება?!), მანძლების საზომი სკალების კალიბრირება (გრავიტაციული ტალღები ნეიტრონულ ვარსკვლავთა წყვილისგან).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.