ნაკიანი წელიწადი

 ჩვენს ერამდე 46 წელს, ამ მონეტებზე გამოსახულმა იულიუს კეისარმა, რომელსაც მონეტების საკუთარი სამჭედლო ჰქონდა, კალენდარი შექმნა, ერთი ზედმეტი დღით ყოველ 4 წელიწადში. ალექსანდრიელი ასტრონომის, სოსიგენის რჩევით, კეისარი ცდილობდა გაეწონასწორებინა ფაქტი იმისა, რომ დედამიწისეული წელიწადი 365 დღეზე ოდნავ მეტ ხანს გრძელდება. ჩვენს ეპოქაში, მზის გარშემო ერთი სრული ბრუნის შესრულებისას (წელიწადი), დედამიწა თავისი ღერძის გარშემო 365-ზე ოდნავ მეტ ბრუნს აკეთებს (365,24219). ტროპიკული წლის (დრო ორ თანაბარდღეობას შორის) ხანგრძლივობა 365 დღეს 5 საათს 48 წუთსა და 46 წამს შეადგენს. განსხვავება ტროპიკული წლის ხანგრძლივობასა და საშაულო იულიანური კალენდრის წელს შორის 11 წუთსა და 14 წამს შეადგენს. ამ 11 წუთითა და 14 წამით, დაახლოებით 128 წელიწადში, ერთი დღე-ღამე იკრიბება. რამდენიმე ასწლეულის გასვლის მერე, საგაზაფხულო თანაბარდღეობის დღის წანაცვლება იქნა შემჩნეული, რომელთანაც საეკლესიო დღესასწაულები არის დაკავშირებული. XVI საუკუნეში საგაზაფხულო თანაბარდღეობა 21 მარტზე, რომელსაც აღდგომის დღის დასადგენად იყენებენ, დაახლოებით 10 დღე-ღამით ადრე დადგა (მზის დგომა, ბუნიაობა და სეზონების ცვლილება). დაგროვებული შეცდომის კომპენსაციისთვისა და მომავალში ასეთი წანაცვლების გამოსარიცხად, 1582 წელს რომის პაპამა – გრიგორი XIII, კალენდრის რეფორმა ჩაატარა (გრიგორიანული). საშუალო კალენდარულისა და მზიური წლის მეტ შესაბამისობაში მოსაყვანად, ნაკიანი წლების წესი იქნა შეცვლილი. ძველებურად, ნაკიანი რჩებოდა წელიწადი, რომელიც ოთხზე იყოფოდა, 100-ზე გაყოფადი წლების გამონაკლისით. ასეთი წლები, მხოლოდ მაშინ იყო ნაკიანი თუ 400-ზეც იყოფოდა. სხვანაირად რომ ვთქვათ, წელიწადი ორ შემთხევაშია ნაკიანი: იყოფა 4-ზე და არ იყოფა 100-ზე, ან იყოფა 400-ზე. წელი არ არის ნაკიანი, თუ არ იყოფა 4-ზე, ან იყოფა 100-ზე, მაგრამ იმავე დროს არ იყოფა 400-ზე. ასწლეულთა ბოლო წლები, დამთავრებული ორ ნულზე, სამ შემთხვევაში ოთხიდან, არ არის ნაკიანი. 1700, 1800 და 1900 არ არის ნაკიანი, რადგან ისინი იყოფა ასზე და არ იყოფა 400-ზე. 1600 და 2000 – ნაკიანია, რადგან იყოფა 400-ზე. 2100, 2200 და 2300 – არ არის ნაკიანი. ნაკიან წლებს დამატებითი დღე – 29 თებერვალი ემატება. 2016 ნაკიანია, წინა იყო 2012, ხოლო მომდევნო – 2020 იქნება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.