მომაკვდავი ვარსკვლავის აღორძინების იშვიათი შემთხვევა

 ნისლეულ სკაროსის(Stingray Nebula) შიგნით, დედამიწიდან 2700 სინათლის წლის მანძილზე, პატარა ვარსკვლავი მდებარეობს, ნომრით – САО 244567. რამდენიმე ათწლეულის განმავლოაბში ჩატარებული დაკვირვებებით, ასტრონომებმა უჩვეულო რამ დაინახეს – ”მომაკვდავი” ვარსკვლავის აღორძინება.
1971-2002 წლების შუალედში მისი ტემპერატურა 20 ათასიდან, 60 ათას გრადუსამდე აიწია. მზეზე სამჯერ დიდი ვარსკვლავი შეიკუმშა და ჩვენი მნათობის მესამედის ზომის გახდა. ”ჰაბლით” მიღებული ახალი მონაცემებით კი დგინდება, რომ САО 244567-მა ისევ გაფართოება დაიწყო, ტემპერატურა კი 50 ათას გრადუსამდე დავიდა.

 ნიკოლ რეენდელის(ლესტერის უნივერსიტეტის ასტრონომი. Nicole Reindl) აზრით, ეს ე.წ. ”ჰელიუმის ანთებებია”, რომელიც შედარებით მცირე მასების მქონე ვარსკვლავთა ფაზებისთვის არის დამახასიათებლი. ვარსკვლავის წიაღში წყალბადის მარაგი ამოიწურა და იქამდე იკუმშებოდა, სანამ ბირთვის სიმკვრივე და ტემპერატურა ჰელიუმის თერმობირთვული ”წვის” წამოწყებისთვის საჭირო მნიშვნელობას მიაღწევდა. ელვარე ანთება, ჰელიუმის წვით წარმოქმნილმა ენერგიის მკვეთრმა გამოსვლამ გამოიწვია, ვარსკვლავი კი ისევ ”გაიბერა”(თერმობირთვული რეაქცია, ვარსკვლავების ენერგიის წყარო).

 ასტრონომები, სხვა მსგავს ვარსკვლავებსაც აკვირდებიან, თუმცა САО 244567 პირველია მათ შორის, რომლის შეკუმშვისა და გაცხელების ფაზის დამზერა მოხერხდა, შემდგომი გაფართოებითა და გაცივებით. როგორც წესი, ვარსკვლავთა ევოლუციის პროცესები მილიონობითა და მილიარდობით წლები გრძელდება, ამიტომ რამდენიმე ათწლეულში მომხდარი ასეთი კარდინალური ცვლილებები ნამდვილად იშვიათი მოვლენაა. დამზერით მიღებული მონაცემები, თავის ხმრივ, ასტრონომებს ძალიან ბევრ რამეს ეუბნება და ეტყვის, იმის შესახებ, თუ რა ძალები მონაწილეობენ ასეთ პროცესებში(როგორ კვდებიან ვარსკვლავები).

One comment

  1. როგორც ჩანს, რაღაც ახალი ტიპის გრძლეპერიოდიანი ცვალებადია 🙂 “კოლაფსირებადი ცვალებადი ვარსკვლავი”.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.