მისიის ხელმძღვანელი, პლანეტოლოგი ალან სტერნი, პლუტონთან დაკავშირებულ მთავარ აღმოჩენებზე საუბრობს(Sky & Telescope).
1. არანაირი სხვა დიდი ობიექტის არსებობა პლუტონის ახლო სივრცეში, უკვე ცნობილი 5 თანამგზავრის გარდა(ქარონი და პლუტონის პატარა მთვარეები).
2. პლუტონის ზომების დაზუსტება, რის ხარჯზეც პლუტონმა, მზის სისტემის ყველაზე დიდი ჯუჯა პლანეტის სტატუსი დაიბრუნა(მზის სისტემის ყველაზე დიდი ჯუჯა პლანეტა ისევ პლუტონია).
3. 3,5 კილომეტრამდე სიმაღლის ყინულოვანი მთები(გაყინული მდინარეების კვალი პლუტონზე).
4. ეს მთები, დედამიწისეულის მსგავსი დიუნებით არის გარსშემორტყმული, ანუ, ჯუჯა პლანეტაზე ძლიერი ქარები ქროდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ გაცილებით სქელი ატმოსფერო ჰქონდა წარსულში(პლუტონის ატმოსფეროს ქიმია და მყინვარები).
5. გაიშვიათებული ცისფერი ატმოსფერო(პლუტონის ცისფერი ცა).
6. რელიეფის მრავალფეროვნება, რის გამოც მას მეორე მარსი უწოდეს.
7. (კრიო)გეიზერების არ არსებობა.
8. ახალგაზრდა, გულის ფორმის რელიეფური წარმონაქმნი „სპუტს.ნიკი, რომლის ასაკი ასი ათასი წელი უნდა იყოს.
9. მისი ყველაზე დიდი თანამგზავრის – ქარონი, უჩვეულო სტრუქტურა. გაცილებით რთული, ვიდრე ურანისა და ნეპტუნის ნებისმიერ თანამგზავრზე შეიძლება ვიხილოთ. გიგანტური ნაპრალები და მაღალი მთები(”მარსის” კანიონი ქარონზე).
10. გაყინული აზოტით სავსე კრატერები, რაც ამ შენაერთების მიგრაციაზე მეტყველებს(უჩვეულო ღრმულები პლუტონის ”გულზე”).
ავტომატური ინტერპლანეტარული სადგური ”ახალი ჰორიზონტები”, 2015 წლის 5 სექტემბრიდან მონაცემთა გადმოცემის პიკურ ფაზაზე გადავიდა, მონაცემებისა, რომლებიც 14 ივლისს, პლუტონთან მაქსიმალურად მიახლოების დროს შეაგროვა. ათობით გიგაბაიტი მონაცემების გადმოცემა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. აპარატი მოგზაურობას აგრძელებს და 2019 წლის იანვარში, 2014 MU69-ს სახელით ცნობილ პლანეტოიდს გამოიკვლევს(კიდევ მისია ”ახალი ჰორიზონტები”-ს შესახებ).