მილიწამი(ms)

 ასეულობით მილიწამიან(1 მწ. = 10-3 წმ.) მოვლენებს შევიგრძნობთ, როგორც მართლაც ხანგრძლივს, ხოლო რამდენიმე ათეულზე სწრაფს, როგორც მომენტალურს.

 ჩვენი ცხოვრება მილიწამიანი ხანგრძლივობის მოვლენებით არის სავსე. ერთი მეტრის სიმაღლიდან ვარდნილი სხეული ნახევარ წამში უკვე მიწაზეა. მაგიდაზე მოხტუნავე ბურთი 1 სანტიმეტრზე ახტომას 90 მწ. ანდომებს, ანუ 11 ჰერცი სიხშირით აკაკუნებს. ჩაატარეთ ასეთი ექსპერიმენტი და დარწმუნდებით, რომ თქვენთვის, ბურთის ერთი ნახტომი ნამდვილად არ გამოიყურება, როგორც მყისიერი.

 მილიწამიანი დიაპაზონის მოძრაობების შეასრულება ადამიანსაც შეუძლია. თვალის ერთი დახამხამება წამის მესამედი გრძელდება. ადამიანის რეაქცის დრო დაახლოებით 100-200 მილიწამია, ამას მიმატებული დრო, რომელიც საპასუხო მოქმედებისთვის გვჭირდება. დოლზე დაკვრისას თითებით წამში 10-მდე დარტყმა შეგვიძლია მოვახდინოთ. ვირტუოზი გიტარისტები წუთში 600 დარტყმაზეც კი დააყენებენ ხოლმე მეტრონომს. პროფესიონალ მბეჭდავს წუთში 50-დან 100-სიტყვამდე აკრეფა შეუძლია – ცალკეულ სიმბოლოზე ამ დროს 100 მილიწამამდე მოდის. ხოლო სწრაფი ლაპარაკის რეკორდსმენები წამში ათამდე სიტყვის თქმასაც კი ახერხებენ – ამ დროს სახის კუნთები მოძრაობების კოორდინაციას ათეულობით მილიწამის სიზუსტით ახდენენ!

 სპორტის ზოგიერთ სახეობაში გადაწყვეტილებების მიღება და მოძრაობების კოორდინირება წამიერად ხდება. 11 მეტრიანიდან ძლიერად დარტყმული ბურთი კარების ხაზს ნახევარ წამში კვეთს – მეკარეს არა მარტო ამ დარტყმაზე რეაგირება უხდება, არამედ ბურთის მოგერიებაც. მაგიდის ჩოგბურთის მოთამაშეები დარტყმებს წამზე მცირე დროში უცვლიან ერთმანეთს, წარმოიდგინეთ, რამდენი მოქმედების ჩატევაა საჭირო ამ მცირე დროში! სწრაფ ჭადრაკში, კულმინაციურ მომენტში, წამში ერთ სვლაზე მეტი კეთება – მოჭადრაკე კი არა მარტო მექანიკურ მოქმედებებს აკეთებს, არამედ თავის სვლას იაზრებს და მოწინააღმდეგის სვლაზე ახდენს რეაგირებას.

 დასკვნა: წამის მეთედები, ზოგჯერ მეასედებიც – ადამიანისთვის სრულიად ხელმისაწვდომი დროის დიაპაზონია.

 ადამიანს ამ მოძრაობების შესრულება და გააზრება თავისუფლად შეუძლია, ისე, რომ გონებაში ისინი ერთმანეთში არ გადაიხლართოს(ნანოწამი(ns); იოქტოწამი(y)).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.