მიკრომეტეორიტები: კოსმოსი სახურავზე

 ამ შუშის ბურთულების დიამეტრი მილიმეტრზე მცირეა. მიუხედავად ამისა, ეს არა უბრალოდ ბურთულები, არამედ მიკრომეტეორიტებია – ქვის მეტეორიტის გამდნარი ფრაგმენტები. მიკრომეტეორიტები, ჩვეულებრივ, სრულიად განსხვავდება მათი “სრულმასშტაბიანი” მოძმეებისგან, რადგან მთლიანად ან თითქმის მთლიანად დნება დედამიწის ატმოსფეროში შემოჭრისას და სხვადასხვა ფერის ბურთულების სახეს იღებენ. მათი ფერი ქიმიურ შემადგენელზე და დნობის ხარისხზეა დამოკიდებული. ტერმინი “მიკრომეტეორიტი”, 1950 წლიდან გამოჩნდა, თუმცა, მეცნიერებმა მათ შესახებ უფრო ადრეც იცოდნენ. პირველად ისინი 1873-76 წლებში, ოკეანის ფსკერიდან ამოღებულ ნიმუშებში აღმოაჩინეს, რის შესახებაც მოგვიანებით, 1911 წელს დაიწერა.

  • ბოლიდი – მაღალი ელვარების მეტეორი.
  •  მეტეორი – ნათება დედამიწის ატმოსფეროში, მასში მყარი კოსმოსური სხეულებისა თუ ნაწილაკების შემოჭრის დროს, რომლებსაც მეტეოროიდებს უწოდებენ.
  •  მეტეოროიდი – მყარი პალანეტათშორისი ობიექტი. ასტეროიდებისაგან განსხვავდება ზომით, ჩვეულებრივ, რამდენიმე ათეულ მეტრზე პატარა ზომის. დედამიწის ატმოსფეროში მოხვედრისას იწვეს ელვარე ნათებას. მას მეტეორულ სხეულსაც უწოდებენ.
  •  მეტეორიტი – მეტეოროიდი, რომელიც დედამიწის ზედაპირზე დაეცა.
  •  მიკრომეტეოროიდი და მიკრომეტეორიტი – შესაბამისად მიკროსკოპული ზომების მეტეოროიდი და მეტეორიტი.
  •  კოსმოსური მტვერი – მიკრომეტეოროიდებზე პატარა ნაწილაკები, დედამიწის ატმოსფეროში მოხვედრისას არ იწვევენ ნათებას.
რკინა-ნიკელისა და სილიკატის ნადნობი ერთმანეთს არ ერევა, რაც ნაპოვნ მიკრომეტეორიტებში შეგვიძლია ვიხილოთ (Jon Larsen/Project Stardust).

მიკრომეტეორიტები გაცილებით ნაკლები მეცნიერული ინფორმაციის მატარებლებია, ვიდრე კლასიკური მეტეორიტები. ეს დაკავშირებულია მათ ზომასთან და დნობის ხარისხთან, რომელიც მათი საწყისი თვისებების “წაშლას” იწვევს. მაგრამ, რაც ასტრონომებისთვისა და გეოქიმიკოსებისთვის მინუსია, პლიუსია გეოლოგებისთვის, რომლებიც დედამიწის უძველეს ატმოსფეროს იკვლევენ. დნობის დროს მეტეორიტი გარემოსთან რეაგირებს, ზოგჯერ ჰაერის ბუშტუკებსაც კი ჩაიჭერს ხოლმე. ამიტომ მისი საბოლოო შემადგენელის დადგენა, ატმოსფეროს ქიმიური შემადგენელის შესახებ მონაცემების წყაროდ შეიძლება იქცეს.

 მცირე ზომის მიუხედავად, მიკრომეტეორიტის მოძებნა უფრო ადვილია, ვიდრე დიდი მეტეორიტის, უფრო მეტიც – ამის გაკეთება ყველას შეუძლია, სახლიდან შორს წაუსვლელადაც. დედამიწის ზედაპირზე ჩამოცვენილი მიკრომეტეორიტების მასა, დაახლოებით, 2700±1400 ტონაა წელიწადში. ცვენა თითქმის ერთგვაროვანია, ის მთელ პლანეტას მოიცავს. მეცნიერები ღრმაწყლოვან ნალექებსა და ანტარქტიდაზე ეძებდნენ მათ, დასახლებული პუნქტებიდან შორს, 2009 წლამდე, როცა ნორვეგიელმა მუსიკოსმა, წარსულში მინერალოგმა, მიკრომეტეორიტები თავის სახლის სახურავზე იპოვა (Project Stardust; “Fireball: Visitors from Darker Worlds).

 თუ გინდათ თვითონ მოძებნოთ მიკრომეტეორიტები, სახლის სახურავის ბრტყელ ნაწილზე გადით, რომელიც არა მაგნიტური მასალით არის გადახურული. შემდეგ, პოლიეთილენის პაკეტში ძლიერი მაგნიტი მოათავსეთ და სახურავის სიბრტყის ისეთ ადგილებზე დაადეთ, სადაც დანალექი მტვერი და ტალახია თავმოყრილი. ბოლოს, პაკეტი ამოატრიალეთ, რომ აგროვებული მასალა შიგნით მოექცეს და მაგნიტი მერე მოაშორეთ. ნიმუშები დაათვალიერეთ მიკროსკოპით, არ არის გამორიცხული, რომ მათ შორის მიკრომეტეორიტებიც აღმოჩნდეს.

 სამწუხაროდ, სილიკატურ მიკრომეტეორიტებს მაგნიტი არ იკრავს, აღმოჩენილ ბურთულებში ცისფერი და მწვანე “მძივები” არ იქნება, იქნება მხოლოდ შავი. არა მაგნიტური მიკრომეტეორიტების მოსაძებნად, სახურავიდან ფრთხილად უნდა აიღოთ მთელი დანალექი, ორგანული ნივთიერებებისგან გაწმინდოთ, წვრილი ბადის მქონე საცერში გაატაროთ და მიკროსკოპის საშუალებით დაახარისხოთ (თქვენი სახლი კოსმოსური მტვრით არის სავსემეტეორიტებზე მონადირენი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.