მარსის ატმოსფეროს ხვედრი

 მარსის ატმოსფეროს ზედა ფენების კვლევით მიღებული მონაცემების მიხედვით(Science), იონების(იონიზაცია) კოსმოსში გაქცევის სიჩქარე, მზიური ანთებების დროს იზრდება. 2015 წლის 8 მარტს, მზეზე მომხდარი კორონალური ამოფრქვევისას, MAVEN(მარსის ატმოსფეროსა და აქროლადი ნივთიერებების მკვლევარი)-მა ფარადეისეული ეფექტი დააფიქსირა(პოლარიზაციის სიბრტყის მაგნიტური ბრუნვა), რომელიც პლანეტის ზედაპირიდან ხვეულების სახით 5000 კილომეტრის სიმაღლემდეა წაგრძელებული. როცა ამოფრქვეულმა ნაკადმა მარსს მიაღწია, პლანეტარულმა იონებმა ამ ხვეულებში დაიწყეს მოძრაობა, პირველ რიგში O2+ და CO2+. იმის გამო, რომ მზის სისტემის წარსულში ეს ამოფრქვევები უფრო ხშირად ხდებოდა, სწორედ ის შეიძლება ჩაითვალოს მარსისეული ატმოსფეროს განადგურების მიზეზად.

 MAVEN-მა წითელი პლანეტის ატმოსფეროში ”ჩაყვინთა”, სადაც ნახშირორჟანგის, არგონისა და აზოტის ნაზავი აღმოაჩინა, ასევე ჟანგბადის მოულოდნელად მაღალი რაოდენობა. ამ ელემენტთა შემცველობა, ზედაპირიდან 200 კილომეტრის სიმაღლეზე ყოველი ჩაყვინთვის მერე, განსხვავებული იყო, რაც გრავიტაციისა და ქარის ზემოქმედებასთან უნდა იყოს დაკავშირებული.

mars atmos maven
მარსი. ულტრაიისფერი დიაპზონი(MAVEN,NASA).

 რაც შეეხება ახლახანს აღმოჩენილ მოცისფრო ციურ ნათებას. მას და დედამიწისეულ პოლარულ ნათებას ერთი წარმომავლობა აქვს, თუმცა, იქაური ატმოსფეროს ნათება არა მაგნიტური ველის პოლუსებით ხდება, არამედ პლანეტის ქერქის ნარჩენი მაგნეტიზმით(ცისფერი დაისი წითელ პლანეტაზე) არის გაფანტული და ერთგვაროვნად განაწილებული ატმოსფეროში.

maven aurora marsze

 ასტროფიზიკოსებმა სხვადახვა სიმაღლეზე მტვრის ნაწილაკების განაწილების ანალიზიც მოახდინეს(150-დან 1000 კილომეტრამდე). პლანეტაზე მიმდინარე არცერთ პროცესს ამხელა სიმაღლეზე მტვრის ატანა არ შეუძლია, როგორც ჩანს, MAVEN-მა პლანეტათშორისი ნაწილაკები დააფიქსირა.

 გარდა ამისა, ჟურნალ Geophysical Review Letter-ში, 44 ცალკეული სტატია გამოქვეყნდა, რომლებშიც უფრო წვრილმანი, თუმცა, მენციერებისთვის მნიშვნელოვანი საკითხებია განხილული, რომელთა შესახებ ინფორმაცია MAVEN-ის დახმარებით იქნა მიღებული(კიდევ მისია MAVEN-ის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.