მარკარიანის ჯაჭვის სახელით ცნობილი გალაქტიკების მწკრივი, ქალწულის თანავარსკვლავედისკენ მდებარე გალაქტიკათა გროვის ცენტრზე გადის. გამოსახულებაზე წარმოდგენილი ჯაჭვი, ორი დიდი ლინზისებრი გალაქტიკით იწყება – M84 და M86, მარჯვნივ ქვემოთ. ოდნავ მარცხნივ კი ერთმანეთზე ზემოქმედი გალაქტიკები. ე.წ. თვალები მოჩანს. ჩვენთან ახლოს მდებარე 2000-ზე მეტი გალაქტიკისგან შემდგარი ჯგუფი ქალწულში, ირმის ნახტომის შემომფარგლავ გალაქტიკათა ადგილობრივ ჯგუფზე გრავიტაციულად ზემოქმედებს (საით და რა სიჩქარით მივქრით 2). ქალწულის თანავარსკვლავედიდან, ქალწულის ჯგუფის ცენტრამდე მანძილი 70 მილიონი სინათლის წელია. ჯაჭვის შვიდი გალაქტიკა ერთი მიმართულებით გადაადგილდება, სხვები კი, როგორც ჩანს, შემთხვევით აღმოჩნდა ამ ადგილზე (გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები; ქართველი ასტრო ფოტოგრაფის მიერ გადაღებული მარკარიანის ჯაჭვი).
მარკარიანის გალაქტიკათა ჯაჭვი
Posted by