კომპანია “ვირჯინ გალაქტიკ”-ის პილოტები ასტრონავტები გახდნენ…

 მრავალწლიანი მზადებისა და გამოცდების მერე, წინა წელს მომხდარი ტრაგედიის მიუხედავად, კომპანია “ვირჯინ გალაქტიკმა” თავის მთავარ მიზანს მაინც მიაღწია – “შეეხო” კოსმოსს. 2018 წლსი 12 დეკემბერს, კოსმოსური ხომალდი “VSS იუნითი”, კლასი “სფეის შიფ თუ”, კალიფორნიაში, უდაბნო მოჰავეს თავზე, თვითმფრინავ მატარებელს გამოეყო, 3 მახი სიჩქარე განავითარა(3581 კმ/სთ.) და მისთვის რეკორდულ სიმაღლეს – 82,7 კილომეტრს მიაღწია.

 ოფიციალურად, კოსმოსის საზღვრად 100 კმ. სიმაღლე ითვლება, თუმცა ა.შ.შ-ს ავიაციის ფედერალური მართვის წარმომადგენლებმა,  “VSS იუნითის” მიერ მიღწეული სიმაღლე საკმარისად ჩათვალეს იმისათვის, რომ პილოტებს, მარკ სთაკისა და ფრედერიკ სთერქოუსთვის “კომერციული ასტრონავტების ფრთის” ნიშნები გადაედცათ. აღსანიშნავია, რომ კოსმოსური “შატლების” პროგრამის დახურვის მერე(2011 წ.), ეს იყო პირველი პილოტირებული ფრენა კოსმოსისკენ, რომელიც ა.შ.შ. განახორციელა. ასევე, ხომალდის ბორტზე იყო ნასას მიერ დამზადებული ოთხი კვლევითი მოწყობილობა, რითაც “ვირჯინ გალაქტიკმა” უკვე მცირე შემოსავალიც მიიღო.

 ფრენის დროს, კოსმოსური ხომალდი ” “VSS იუნითი” სუბორბიტულ ტრაექტორიაზე გავიდა. აპოგეას(ტრაექტორიის ყველაზე შორეული წერტილი დედამიწიდან) წერტილზე გასვლის ის დიდი ხნით უწონო მდგომარეობაში იყო, სანამ დედამიწისკენ 2,5 მახის(2984 კმ/სთ.) სიჩქარით დაეშვებოდა. როცა ჰაერის სიმკვრივე საკმარისად მაღალი გახდა, პილოტებმა დამამუხრუჭებელი სიბრტყეები გაშალეს, რითაც ეს ვარდნა, კონტროლირებად პლანირებად გადაიქცა(Virgin Calactic – კოსმოსური ტურიზმი).

One comment

  1. ეს რა საოცრება ვიხილე, სამეცნიერო ფანტასტიკაში მეგონა თავი!

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.