კომეტა ISON-ის კალენდარი

კომეტა ISON-ი მზესთან პირველი და შესაძლებელია უკანასკნელი ვიზიტისთვის მიიჩქარის(Nature News).
ის უკვე სამოყვარულო ტელესკოპებშიც კარგად ჩანს. ჩვენი ნახევარსფეროსთვის მზის ამოსვლის წინ, აღმოსავლეთ ჰორიზონტთან. საქართველოდან დაკვირვებისთვის ყველაზე უფრო ხელსაყრელი პირობები პერიჰელიუმის(29 ნოემბერი)მზესთან უხლოესი წერტილის)) გავლიდან რამდენიმე დღეში იქნება, როცა კომეტა მზეს მოშორდება და მისი დანახვა დაღამებისას იქნება შესაძლებელი.
თუ კომეტა მზესთან მიახლოებას გადაურჩა, ის შეიძლება XXI საუკუნის პირველი ნახევრის ყველაზე ელვარე კომეტად გადაიქცეს. ასტრონომებმა(მოყვარულებმაც) 2 ათსამდე კომეტა იციან, რომლებიც აორთქლდენენ ან დაიშალნენ მიზიდულობის ძალებით, მზესთან მჭიდროდ მიახლოების გამო. 2011 წელს მზესთან ახლოს გაიარა და გადარჩა ლოვჯოის კომეტა, რითაც ჩვენი მნათობის მაგნიტური ველის შესახებ ბევრი საინტერესო მონაცემი მიაწოდა მეცნიერებს.
ISON-ის გამოჩენა პირველად აძლევს შანსს ასტრონომებს დააკვირდნენ ე.წ. „დინამიურ ახალ“ კომეტას, მოგზაურს, რომელიც მზის სისტემის შიგა ნაწილებში არასოდეს ყოფილა და მეორედ აღარც დაბრუნდება, ყოველ შემთხვევაში მზესთან ახლო ტრაექტორიით(კუდიანი ასტეროიდები და გზანი კომეტისანი).


კომეტები საკმაოდ ძნელად პროგნოზირებადი ობიექტები არიან, ამიტომ ISON-ის შესახებ რაიმეს დაზუსტებით წინასწარმეტყველება ძალიან ძნელია. მისი ზომა(1-დან 4 კმ-მდე), პრინციპში, მზესთან მიახლოებისას აორთქლებისგან გადარჩნის მაღალ ალბათობას იძლევა. 1965 წელს ასეთი მიახლოება მსგავსი ზომების იკეია-სეკის კომეტამაც გადაიტანა.
ISON-ს კიდევ ერთი საშიშროება ელის – მოქცევის ძალა(კომეტა თავისი ტრაექტორიით მიდის, მზე კი თავისკენ „ექაჩება“), რომელსაც მისი ბირთვის გახლეჩა შეუძლია. ასტრონომთა გამოთვლებით, თუ ამ კომეტის სიმკვრივე ჩვეულებრივზე დაბალი არაა, ის არ დაიშლება. კომეტებისთვის დამახასიათებელ სიმკვრივეზე ნაკლების შემთხვევაში მას იგივე დაემართება, რაც შუმეიკერ-ლევის კომეტას, რომელიც 1994 წელს იუპიტერმა თავისი მძლავრი მიზიდულობის ძალით ფრაგმენტებად აქცია.

ასტრონომები ISON-ის გარეგნობაში უმცირეს ცვლილებებსაც არ ტოვებენ, რადგან მზესთან მიახლოებასთან ერთად მისი ზოგიერთი ადგილი უფრო ელვარე შეიძლება გახდეს, აქროლადი შენაერთების ჭავლების გაჩენით, რამაც წრფივი მოძრაობის სიჩქარის ცვლილება და ბრუნვითი მოძრაობები შეიძლება წარმოქმნას. მიწის ზედაპირზე არსებულ უამრავ ტელესკოპებთან ერთად კომეტაზე დაკვირვებებში მონაწილეობას ორბიტალური SOHO-ც მიიღებს, რომლის მთავრი ამოცანა ჩვენს მნათობზე დაკვირვებაა.

2 comments

  1. კი, მაგრამ საქართველოდან უთენია, სანამ მზე გაანათბს ჰორიზონტს, აღმოსავლეთით, რეგულის და მარსის თავზე ჩანს მომწვანო ფერით…

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.