კოლაიდერი 2016

ორჭავლიანმა მოვლენებმა 13 ტევ-ზე, უჩვეულო არაფერი გამოავლინა

 ენერგიისა და ნათობის მატებასთან ერთად, ფიზიკოსები, პირველ რიგში ამოწმებენ, დაგროვებულ მონაცემებში ხომ არ არის სტანდარტული მოდელიდან რაიმე თვალშისაცემი გადახრა(ელემენტარული ნაწილაკების სტანდარტული მოდელი). ასეთი ანალიზის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ვარიანტია, მძიმე რეზონანსების ძებნა, ანუ ამა თუ იმ ნაწილაკთა ნაკრების გაჩენის საეჭვო მატება, მათი ჯამური ენერგიის(ინვარიანტული მასის) სკანირებისას. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ასეთი საეჭვო მატება არა ერთი დაფიქსირებულა: ორბოზონიანი სიგნალი 2 ტევ-ზე(გამოცანები დიდი ადრონული კოლაიდერისგან), ორფოტონიანი ანთება 750 გევ-ზე  და სხვა გაადხრები. საბოლოოდ, ყველა ეს საკითხი დახურული იქნა, თუმცა ფიზიკოსები ძიებას მაინც აგრძელებენ, რადგან მონაცემთა ყოველი ახალი მოცულობა, თავის თავში მარგალიტს შეიძლება მალავდეს.

 ორფოტონიანი ანთება, ახალი ეფექტებისა და აღმოჩენების აისბერგის მხოლოდ ზედა ნაწილი შეიძლება იყოს.

 ორი ადრონული ჭავლის ინვარიანტული მასის სკანირებით, 0,6 ტევ-დან 8 ტევ-მდე, კოლაბორაცია CMS-მა რეზონანსის მაგვარი ვერაფერი აღმოაჩნა: ინვარიანტული მასის განაწილებაში საეჭვო არაფერი გამოჩნდა, ყოველგვარი უჩვეულო გადაჭარბებების გარეშე.
სხვადასხვა ეგზოტიკური მოდელების ჩარჩოებში, ჰიპოთეტური რეზონანსების მასაზე ქვედა ზღვარი იქნა დადგენილი(ანუ ამის ქვემოთ არ ჩანს), რამდენიმე ტევ-მდე(რა არის ელექტრონვოლტი?).

 ჰიგსის ბოზონის უხილავი დაშლა

 ჰიგსის ბოზონი, ნაწილაკთა სხვადასხვა კომბინაციებად შეიძლება დაიშალოს. ბევრი მათგანი დეტექტირებადია და მათი შესწავლა აუცილებლად უნდა მოხდეს, თუ სტანდარტული მოდელიდან რაიმე გადახრებს ვეძებთ. მათ შორის ყველაზე საინტერესოა ნაწილაკებად დაშლა, რომლებიც დეტექტორში არანაირ კვალს არ ტოვებს. სტანდარტული მოდელის ჩარჩოებში, ასეთი დაშლის შანსი უკიდურესად მცირეა, დაახლოებით 0,1%; თუმცა, თეორიებში, ამ მოდელს გარეთ, ახალი მსუბუქი ნაწილაკებიც გვხვდება(მაგ:. ბნელი მატერიობის კანდიდატი ნაწილაკები), რომლებადაც ჰიგსის ბოზონი შეიძლება დაიშალოს. ბუნებაში თუ ასეთი რამ ხდება, უხილავი დაშლის ალბათობა მკვეთრად შეიძლება გაიზარდოს(სტანდარტულ მოდელთან შედარებით).

CMS(კომპაქტური მიუონური სოლენოიდი) 20/15 მეტრი, 15 000 ტონა.

 კოლაიდერში ჰიგსის ბოზონის უხილავი დაშლა იმპულსით შეიძლება იქნას აღმოჩენილი, რომელსაც სხვა, ამ ბოზონთან ერთად გაჩენილი ჩეულებრივი ნაწილაკები იძენს. პროტონების ზუსტი შეჯახებისას, არა შეხებით(პროტონების დრეკადი გაბნევა), ნაწილაკთა ნაკრები ჩნდება, რომლებიც სხვადასხვა კუთხით გადაიხრება. ჰიგსისეული ბოზონი, უხილავ ნაწილაკებად იშლება, რომლებსაც დეტექტორი ვერ ხედავს, დანარჩენები კი კარგად ჩანს. მათი იმპულსების გაზომვით, დეტექტორი იმპულსის დისბალანსს დაინახავს. ასეთი მოვლენების სტატისტიკის დაგროვებითა და დაკარგული იმპულსის განაწილების მიხედვით, მათში ჰიგსის ბოზონის უხილავი დაშლის “ანაბეჭდი” შეიძლება გამოჩნდეს.

 ოთხი დეტქროტიდან, ATLAS-ი(ALISE), ზომით ყველაზე დიდია. სიგრძით 43 მეტრი, დიამეტრი 22 მ, წონა 7000 ტონა. ადამიანის ფიგურები ჩასმულია მასშტაბების უკეთესად აღსაქმელად.

 CMS-ზე 7, 8 და 13 ტევ. ენერგიებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგებიც იგივე დარჩა: უხილავი დაშლის კვალი არ ჩანს, ხოლო მისი ალბათობის ზედა ზღვარი 24%-ს შეადგენს, 95%-იანი სტატისტიკური მნიშვნელობით. ATLAS-იც ანალოგიურ სურათს ხედავს, თუმცა ამ კოლაბორაციას ოფიციალური სტატია ჯერ არ გამოუქვეყნებია(დიდი (ჰ)ადრონული კოლაიდერიმოკლედ ელემენტარული ნაწილაკების შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.