კინეტიკური გაშვების სისტემამ პირველი გამოცდა წარმატებით გაიარა

 პირველი კოსმოსური გაშვების მომენტიდან დღემდე, კაცობრიობა სხვადასხვა აპარატებსა და ადამიანებს, რეაქტიული რაკეტების გამოყენებით აგზავნის კოსმოსში. თუმცა, არსებობს ალტერნატიული პროექტებიც, მათ შორის არის  “სპინლაუნჩი” (SpinLaunch), რომლის მიერ შემუშავებულ მოწყობილობას კინეტიკური გაშვების სისტემა შეიძლება ეწოდოს. სისტემამ პირველი გამოცდა წარმატებით გაიარა, პატარა რაკეტა ერთი გრამი საწვავის დახარჯვის გარეშე იქნა გაშვებული.

 “სპინლაუნჩის” მიზანია შეცვალოს მომავალი, რომელშიც რაკეტები და თანამგზავრები გამონაბელქვის გარეშე გაფრინდება კოსმოსში. ეს ყველაფერი კი უზარმაზარი ცენტრიფუგის საშაულებით მიიღწევა, რომელსაც ელექტრო ძრავა ატრიალებს.

 წინასწარი გათვლებით, ეს მიდგომა 4-ჯერ შეამცირებს ენერგეტიკულ დანახარჯებს, თითოეული გაშვების ღირებულებას კი 10-ჯერ შემცირებს. შესაძლებელი იქნება ერთ დღეში რამდენიმე სტარტის განხორციელებაც.

 კინეტიკური ამაჩქარებლის საცდელ მოწყობილობას “სუბორბიტული ამაჩქარებელი” უწოდეს. ის შედგება უზარმაზარი დისკოს ფორმის ვეტიკალური ვაკუუმიანი კამერისა და ცენტრიფუგისგან, რომელიც გასაშვებ რაკეტას აბრუნებს და მთელ ენერგიას მას გადასცემს. რაკეტა 8000 კმ/სთ-მდე ჩქარდება და კამერას სპეციალური გამოსასვლელი მილიდან ტოვებს, თხელი დამცავი გარსის გარღვევით.

 სისტემას დაბალ ორბიტაზე 200 კილოგრამიანი თანამზგავრების გაყვანა შეეძლება. ყველა კოსმოსური აპარატი ვერ გაუძლებს 10 000 g გადატვირთვას (ექვივალენტობის პრინციპი), ამიტომ მათ სპეციალური კონსტრუცია და ელექტრონული მოწყობიულობა ექნება, დამზადებული მცირეგაბარიტიანი კომპონენტებისა და მიკროსქემებისგან, რომელთაც მექანიკური დაზიანებების გარეშე შეეძლება ასეთი აჩქარების გადატანა.

 2021 წლის 22 ოქტომბერს ჩატარებული საგამოცდო გაშვების დროს, ცენტრიფუგა მისთვის შესაძლებლის მხოლოდ 20%-მდე იქნა აჩქარებული, რაც საკმარისი აღმოჩნდა 3 მეტრიანი ჭურვის ზებგერითი სიჩქარით რამდენიმე კილომეტრის სიმაღლეზე გასატყორცნად. გამოცდები ამ და მომავალ წესლაც გაგრძელდება, რომელთა მსვლელობისას მოხდება ჭურვების ტიპისა და გაშვების სიჩქარის ვარირება. 2024 წლის ბოლოსთვის კი კომპანია გეგმავს პირველი კომერციული გაშვებების განხორციელებას.

“პროექტი ჰარპი” (Project Harp).

 აღსანიშნავია, რომ მსგავსი მცდელობები სხვებსაც ჰქონდათ. წინა საუკუნის 60-იან წლებში, აშშ-კანადური პროექტის ჩარჩოებში სახელად “პროექტი ჰარპი” (Project Harp), დაბალ ორბიტაზე ჭურვების გასაყვანად უზარმაზარი ზარბაზანი იქნა გამოყენებული. რაღაც ამდგავარზე მუშაობა მიმდინარეობდა ერაყის ყოფილი პრეზიდენტის, სადამ უსეინის ხელმძღცაბელობითაც, პროექტის სახელი იყო “ბაბილონი”, რომელიც წამყვანი სპეციალისტის გარდაცვალების გამო დაიხურა (კოსმოსში რაკეტის გარეშე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.