კვაზარი ორი ზემასიური შავი ხვრელით ცენტრში

 მეცნიერთა აზრით, ორი ხვრელი ერთმანეთთან ახლოს გალაქტიკათა წყვილის შერწყმით აღმოჩნდა(nasa). ერთმანეთის გარშემო მოძრავი გრავიტაციული ობიექტები მათ შემომფარგლავ გაზის ღრუბლებს ისე აცხელებს, რომ ნათება, გალაქტიკაში მდებარე ვარსკვლავების ელვარებას ფარავს.

 ორმაგი შავი ხვრელის კანდიდატობის ობიექტი, მეცნიერებმა ე.წ. სეიფერტის ტიპის გალაქტიკაში – მარკარიანი 231( იგივე UGC 8058), აღმოაჩინეს, რომელიც დედამიწიდან 600 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. UGC 8058-ში 100-ჯერ უფრო უნტენსიურად მიმდინარეობს ვარსკვლავთწამომქმნელი პროცესები, ვიდრე ჩვენს გალაქტიკაში.

 ”ჰაბლით” მიღებული მონაცემების მიხედვით დადგინდა, რომ მარკარიან 231-ის ერთ-ერთი ზემასიური ხვრელი 150 მილიონჯერ, ხოლო მეორე, 4 მილიონჯერ მასიურია მზეზე, ერთმანეთის გარშემო ბრუნვის პერიოდი კი 1,2 წელს უტოლება.

 ასტროფიზიკოსთა პროგნოზების მიხედვით, UGC 8058-ის აქტიურ ცენტრში მდებარე ხვრელები, რამდენიმე ასეული ათასი წლის მერე ერთ ზემასიურ ხვრელად გაერთიანდებიან. ამ გალაქტიკის ცენტრალური ობიექტის ბინარულობა მის ულტრაიისფერ გამოსხივებაში არსებული ანომალიებით გამოვლინდა.

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=SfQpDtgI9mA

 ერთი თეორიის მიხედვით, კვაზარი არის განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი გალაქტიკა, რომელშიც ზემასიური შავი ხვრელი გარშემო მყოფ მატერიას შთანთქავს და მის შემადგენლობაში არსებულ ვარსკვლავებზე მეტად კაშკაშებს, მეორეს მიხედვით კი პირიქით, გალაქტიკის ევოლუციის ბოლო ეტაპია, ან ჯერჯერობით უცნობი რამ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.