ასტრონომებმა ახალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, დედამიწაზე 2,5-ჯერ დიდი – HIP 116454b, მზიდან 180 სინათლის წლის მანძილზე, თევზების თანავარსკვლავედის მიმართულებით.
ობიექტი მოძრაობს ვარსკვლავის გარშემო, რომელიც მზეზე პატარა და ცივია. დედავარსკვლავთან სიახლოვის გამო მისი გადახურებული ზედაპირი სიცოცხლის გაჩენისათვის შეუთავსებელია. ვარსკვლავის გარშემო ბრუნვის პერიოდი 9 დღე-ღამეს უტოლდება.
ეგზოპლანეტა კოსმოსურმა ობსერვატორიამ – „კეპლერი“, ტრანზიტული მეთოდით აღმოაჩინა(როგორ ეძებდნენ ეკზოპლანეტებს), სწავლობდა რა ვარსკვლავის დამზერად მახასიათებლებს მნათობის დისკოს ფონზე ამ პლანეტის გავლისას.
მეცნიერების თქმით, კოსმოსური სივრცის მონიტორინგი მისია K2-ის ჩარჩოებში ტარდება. 2013 წლის მაისში „კეპლერის“ ორიენტაციის შესანარჩუნებელი მოწყობილობის(მქნევარა) მწყობრიდან გამოსვლის გამო, კოსმოსურმა ობსერვატორიამ ეგზოპლანეტების ძებნა შეაჩერა(ეკზოპლანეტებზე მონადირე ორივე ორბიტალური ტელესკოპი მწყობრიდანაა გამოსული). K2-მა კი 2014 წლის 30 მაისიდან აიღო სტარტი. აპარატის მწყობრიდან გამოსული ინსტრუმენტის როლში მზის ქარით წარმოქნილი წნევა გამოვა(“კეპლერის” მესამე გიროსკოპი მზე იქნება).
მისიის ამოცანებია: ეგზოპლანეტების აღმოჩენა, მათი ზომების, სიმკვირვის, ტემპერატურის, ორბიტის პარამეტრებისა და ატმოსფეროს არსებობა არ არსებობის დადგენა. დედამიწისთვის დამახასიათებელი პარამეტრების მქონე პლანეტის აღმოჩენა, ასტრონომებმა ჯერჯერობით ვერ შეძლეს(ეგზოპლანეტები).