იუპიტერი პირისპირ დგომასთან ახლოს

 მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტა იუპიტერი, 9 მაისს პირისპირ დგომის წერტილს გაივლის, დედამიწის ცაზე ზუსტად მზის საწინააღმდეგო მხარეს დადგება. ასეთ კონფიგურაციაში ის დედამიწასთან ახლოსაა და საუკეთესო ობიექტია დაკვირვებებისთვის. დედამიწელ დამკვირვებელს შეეძლება უფრო კარგად დაინახოს იუპიტერის ატმოსფეროს ხვეულები და ე.წ. გალილეის თანამგზავრები(ჰანიმედეი, კალისტო, ევროპა, იო). ეს მკაფიო გამოსახულება 13 ოქტომბერს ობსერვატიორია პიკ-დიუ-მიდიში მიიღეს(საფრანგეთი) 1 მეტრიანი ტელესკოპის(სარკის დიამეტრი) საშუალებით. პლანეტის შემომფარგლავი ბნელი და ნათელი ღრუბლიანი ზონების ფონზე კარგად ჩანს ოვალური ხვეულები, იუპიტერის თანამგზავრი ჰანიმედე, ყველაზე დიდი მზის სისტემაში, პლანეტის ზედა ნაწილიდან გამოდის. ვულკანური იო კი ფოტოს მარცხენა დაბალ კუთხეში(ყველაზე მძლავრი ვულკანი მზის სისტემაში).

ობსერვატორია პიკ-დიუ-მიდი(საფრანგეთი).

 პლუტონისკენ მიმავალ გზაზე ავტომატურმა კოსმოსურმა აპარატმა ”ახალი ჰორიზონტები”, იუპიტერის შთამბეჭდავი ფოტოები გადაიღო. სახელოვანი დიდი წითელი ლაქის მფლობელი იუპიტერი, ასევე, ეკვატორის შემომსაზღვრელი ღრუბლიანი სარტყლებითაცაა ცნობილი. ეს არის იუპიტერის ტერმინატორის(დღისა და ღამის გამყოფი ზოლი) ფოტო, ჰორიზონტალურად შევიწროებული, გაკეთდა 2007 წელს. ბნელ ტურბულენტურ ხვეულებს რთული სტრუქტურა აქვს, ტალღოვანი ჩუქურთმების ჩათვლით. ამ ტალღების წარმომქნელი ენერგია რა თქმა უნდა პლანეტის შიგა ნაწილებიდან მოდის.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.