ბნელი მატერიის სიჩქარე ირმის ნახტომში

 სამყაროს მატერიის მეტი ნაწილი, ჯერ კიდევ გაუგებარსა და მოუხელთებელ, ბნელ მატერიაზე მოდის. უხილავი ბნელი მატერია ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს პროცესებზე, რომლებიც დიდი ზომის ასტრონომიულ ობიექტებში მიმდინარეობს – გალაქტიკები, გალაქტიკათა გროვები. მიუხედავად ამისა, უამრავი ჩატარებული და ახლაც მიმდკინარე ექსპერიმენტებით ამ უჩვეულო სუბსტანციის ერთი ნაწილაკიც კი ვერ იქნა აღმოჩენილი. მისი აღმოჩენისა და შესწავლის საქმეში, ალბათ, მნიშვნელოვანი იქნება ვიცოდეთ, რა სიჩქარითა და მიმართულებით გადაადგილდება ბნელი მატერია, ჩვენი გალაქტიკის, ირმის ნახტომის ფარგლებში მაინც.

 მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა, ირმის ნახტომის მათემატიკური მოდელი გამოიყენა, რომელიც კოსმოსური ტელესკოპის – ”გაია”(ESA)( ნელა ფართოვდება…), საშუალებით მიღებული მონაცემებით იყო ”გამაგრებული”. ეს აპარატი ჩვენი გალაქტიკის სამგანზომილებიანი რუკის შესაქმნელად გაუშვეს კოსმოსში.

ირმის ნახტომის ვარსკვლავების მოძრაობა GAIA(ESA)-ს მიხედვით.

 აღმოჩნდა, რომ ბნელი მატერიის სიჩქარისა და მოძრაობის მიმართულების დასადგენად, მხოლოდ ე.წ. ”ნორმალურ” ვარსკვლავებზე დაკვირვებაც საკმარისია(ჰერცშპრუნგ-რასელის ვარსკვლავური დიაგრამა). ეს ხნიერი ვარსკვლავებია, ასაკით 10 მილიარდ წლამდე, რომლებზეც ბნელმა მატერიამ ძლიერი ზემოქმედება მოახდინა. შესაბამისი ვარსკვლავების არჩევა, მათში მძიმე მეტალების დაბალი კონცენტრაციის მიხედვით მოხდა და დადგინდა, რომ თითქმის ყველა მათგანი იმ ჯუჯა გალაქტიკების შემადგენლობაში შედიოდა, რომლებიც ირმის ნახტომმა მიიერთა.

GAIA(ESA).

 კვლევაში, ირმის ნახტომის ყველაზე უფრო ზუსტი მათემატიკური მოდელი – Eris, იქნა გამოყენებული. მისი საშუალებით, მილიარდობით წლის განმავლობაში ბნელი მატერიის ზეგავლენის ქვეშ მყოფი ამორჩეული ვარსკვლავების მოძრაობები იქნა შესწავლილი. მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ხნირი ვარსკვლავებისა და ბნელი მატერიის მოძრაობის განაწილების სურათი, ძირითადად, ერთმანეთს დაემთხვეოდა. თუმცა, GAIA-დან მიღებული ”ცოცხალი” მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ ბნელი მატერიის სიჩქარე ნავარაუდევზე დაბალია.

 სამწუხაროდ, რაიმე ზუსტ რიცხვებზე საუბარს აზრი არა აქვს. რადგან ამ მატერიის გროვები, როგორც ჩვეულებრივისა- გაზი, ვარსკვლავები, პლანეტები განსხვავებული სიჩქარეებით მოძრაობენ. ”მიუხედავად ამისა, ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევები, ირმის ნახტომის ”ბნელი სექტორისა” და ჩვეულებრივი მატერიის ნაწილაკთა სიჩქარეების დაკავშირების პირველი მცდელობაა. რაც ნამდვილად ვიცით, ისაა, რომ ბნელი მატერია უფრო ნელა მოძრაობს, ვიდრე ჩვეულებრივი, იმაზე ნელა, ვიდრე აქამდე გვეგონა” – ამბობენ კვლევის ავტორები(!!! – ბარიონული და არაბარიონული ბნელი მატერია).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.