თუ ოკეანეში ჩავარდა…

 გლენ გისლერმა და მისმა კოლეგემა, კომპიუტერული მოდელირება ჩაატარეს, რათა ვიზუალურად ეჩვენებინათ, როგორ გადასცემს ოკეანეს, სწრაფად მოძრავი კოსმოსური კლდე თავის კინეტიკურ ენერგიას. ასტეროიდის ვარდნასთან დაკავშირებული ბევრი აპოკალიპტური ფილმი გვინახავს, თუმცა, მოდელირებამ სულ სხვა რამ აჩვენა.

 ასტეროიდი, ენერგიის წერტილოვანი წყაროა და როგროც აღმჩნდა, ასეთი წყაროს მიერ გენერირებული ტალღები საკმაოდ სწრაფად მიილევა, ასე რომ, არანაირი გიგანტური ცუნამი არ იქნება.

 რეალური პრობლემა, წყლის ორთქლი იქნება.

 “მოდელირება გვიჩვენებს, რომ 250 მეტრიანი ასტეროიდის ვარდნის შემთხვევაში, 250 მეგატონა წყალი აორთქლდება. ტროპოსფეროში მოხვედრილი წყლის ნაწილი, ნალექების სახით დაბრუნდება უკან, ხოლო სტრატოსფეროში ასული, იქ დიდი ხნით გაჩერდება და სათბურის აფექტის გაძლიერებით, დედამიწის კლიმატს შეცვლის” – ამბობს გისლერი.

 ჰაერში აფეთქების შემთხვევაში, ტალღებისა და ორთქლის წარმომქმნელი ეფექტი, კიდევ უფრო შემცირდება. ყველაზე უფრო დამანგრეველი ის ასტეროიდი იქნება, რომელიც სანაპირო ზოლთან ახლოს ჩამოვარდება. ასეთ შემთხვევაში, ცუნამიც გვექნება, ხოლო ჰაერში მომხდარი აფეთქება კი უკიდურესად დამანგრეველი(ასტეროიდებიკოსმოსური ქუხილი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.