თეთრი ჯუჯების შერწყმა ერთ ეგზოტიკურ ვარსკვლავად ჯუჯათა წყვილი მხატვრის წარმოდგენით.

თეთრი ჯუჯების შერწყმა ერთ ეგზოტიკურ ვარსკვლავად

 ოკლაჰომას უნივერსიტეტის ასტრონომებმა საკმაოდ იშვიათი ვარსკვლავური სისტემა აღმოაჩინეს, რომელშიც ორი თეთრი ჯუჯა შედის – SDSS J082239.546+304857.19 და SDSS J104336.275+055149.90, ორბიტული პერიოდებით 40 და 46 წუთი, ანუ ძალიან ახლოს ერთ,ანეთთან. თეთრი ჯუჯები, მზისმაგავრი ვარსკვლავების ნარჩენებია(ჩანდრასეკარის ზღვარი), რომელთა ბინარული(ორმაგი) სისტემები ირმის ნახტომში საკმაოდ ბევრია, ერთმანეთთან ძალიან ახლოს მბრუნავი ჯუჯებისგან განსხვავებით.

 ”პირველ რიგში ასეთი სისტემები იმათაა საინტეერსო, რომ ისინი გრავიტაციული ტალღების წყაროებია. ეს ტელრები უკვე ხელმისაწვდომი გახდა ისეთი ობსერვატორიებისტვის, როგრიც არის LIGO(გრავიტაციული ტალღების აღმოჩენის მნიშვნელობა ყველასათვის გასაგებ ენაზე), სამყაროს შორეული სიღრმეების შესასწავლად” – ამბობს ჯჰუფის ხელმძღვანელი მაკრემინ ქილიკი.

 ამ ტელესკოპის აბრივიატურა იშიფრება როგორც მრავალსარკიანი ტელესკოპი, თუმცა საბოლოოდ, 2000 წელს, მისი სარკეები ერთი მთლიანი, 6,5 მეტრის დიამეტრის სარკით შეცვალეს, ახალა მას ”ახალ MMT”-ს უწოდებენ.

 ახალი ბინარული ”ჯუჯა” სისტემა 6,5 მეტრიანი სარკის მქონე ტელესკოპით აღმოაჩინეს – MMT, ხოლო აღმოჩენის დადასტურება 3,5 მეტრიანი სარკის მქონე აპაჩი პოინთის ობსერვატორიის ტელესკოპით მოხდა. აღსანიშნავია, რომ ასტრონომთათვის მხოლოდ 7 ასეთი მოკლეპერიოდიანი თეთრი ჯუჯებისგან შემდგარი სისტემაა ცნობილი.

ობსერვატორია აპაჩი პოინთი(ა.შ.შ.).

 არსებული მოდელების მიხედვით, ორი თეთრი ჯუჯას ორბიტები ნელ-ნელა ერთმანეთს მიუახლოვდება და გარკვეულ მომენტში ეგზოტიკური ტიპის ვარსკვლავად გაერთიანდება, რომელთაც R Coronae Borealis-ს უწოდებენ(ჩრდილოეთ გვირგვინის(თანავარსკვლავედი) R(ცვალებადი ვარსკვლავი)). ასეთი ვარსკვლავები ელვარების მკვეთრი და სპონტანური ცვლილებებით გამოირჩევა, რაც არაპროგნოზირებადი პერიოდულობით ხდება. ჩვენი გალაქტიკის ფარგლებში 65 ასეთი ვარსკვლავია აღმოჩენილი.

 ამ გაერთიანების პირდაპირი დამზერის იმედი არ უნდა გვქონდეს, ეს დაახლოებით 20-35 მილიონი წლის მერე მოხდება. მანამდე კი იქ მიმავალი პროცესების შესწავლა წყვილის მიერ გამოსხივებული გრავიტაციული ტალღების საშუაკებით უნდა მოხდეს” – დასძენს ქილიკი(თეთრი ჯუჯები გრავიტაციულ ტალღებს უშვებენ…).

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *