თეთრი ჯუჯას გარდაქმნა ახალ ვარსკვლავად ”რეალურ დროში”

თეთრი ჯუჯას გარდაქმნა ახალ ვარსკვლავად ”რეალურ დროში”

 2009 წელს ასტრონომები უმზერდნენ მოვლენას, რომლის დროსაც ზემკვრივი მკვდარი ვარსკვლავი, ელვარე სინათლით აკიაფდა. მკვდარი ვარსკვლავი, თეთრი ჯუჯა აღმოჩნდა, წითელი ზეგიგანტის ნარჩენი, რომელმაც ბირთვული საწვავი ამოწურა და კოლაფსი განიცადა. დამზერადი აფეთქება ტიპიური ახლის გაჩენის ნიშანი იყო, ნიშანი იშვიათი მოვლენისა, რომელიც მხოლოდ თეთრი ჯუჯებისთვის არის დამახასიათებელი. აფეთქებამდელი და შემდგომი პროცესების დამზერით, ასტრონომებმა ვიზუალური მტკიცებულება მიიღეს იმისა, თუ როგორ ხდება ეს იდუმალებით მოცული ვარსკვლავიერი კოლაფსი.

tetri juja zeaxlad realurshi

 ჩვეულებრივ, კლასიკური ახლები ორმაგ სისტემებში ჩნდება, რომლებშიც თეთრი ჯუჯა და ვარსკვლავი-კომპანიონი ერთმანეთის გარშემო ძალიან ახლო ორბიტებზე ბრუნავს. ჯუჯა, თავისი მეზობლიდან წყალბადის გადმოქაჩვას ახდენს და როცა მისი მასა კრიტიკულ ზღვრამდე ადის, კაშკაშა თერმობირთვული რეაქცია ხდება, გარემო სივრცეში მატერიის გამოფრქვევით(ჩანდრასეკარის ზღვარი).

 ”აფეთქების დიდი ნაწილი ჯუჯას ზედაპირზე ხდება. ის, რაც კოსმოსში იფრქვევა, გაზის თხელი ფენაა” – ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი პრეჟემეკ მროზი.

 V1213 Cen-ის მონიტორინგი 2003 წლიდან მიმდინარეობდა. 6 წლიანი დაკვირვებების განმავლობაში(აფეთქებამდე) ასტრონომებმა შეამჩნიეს, რომ სისტემა პერიოდულად ციმციმებდა, ჯუჯაზე მიმდინარე ანთებების გამო. როგორც ჩანს, ჯუჯას ზედაპირზე წყალბადის მცირე მასები ილექებოდა. ამ ანთებათა პერიოდულობა და განსხვავება იმაზე მეტყველებს, რომ წყალბადის გადაცემა არასტაბილურად და მცირე მოცულობებით ხდებოდა.

 V1213 Cen ძირითად აფეთქებას გადაურჩა, ვარსკვლავები თავიანთ ადგილებზე დარჩა, წყალბადის გადაქაჩვა კი ისევ გრძელდება. აფეთქებისას გამოყოფილი რადიაციის დიდმა დოზამ კომპანიონის ზომა გაზარდა, რის გამოც გაზი უფრო სწრაფად გადაედინება, ხოლო მცირე ანთებები არ დაიმზირება. ასტრონომთა აზრით, ახლა წყალბადის გადაქაჩვა შეუფერხებლად და თანაბრად უნდა მიმდინარეობდეს. სრულიად შესაძლებელია, რომ ეს თეთრი ჯუჯა წყალბადის საკმაო რაოდენობას ისევ დააგროვებს და დაახლოებით მილიონი წლის მერე კიდევ ერთხელ აფეთქდება(თეთრი ჯუჯა ისევ აინთო და აფეთქება).

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *