თეთრი ბრძოლა შავ ზღვაში

 დედამიწის ზღვებში დახოცილი მილიარდობით პატარა არსებების კირქვის ჯავშნებისგან ე.წ. დუვრის კუნძულები ფორმირდება. ბურთულისებური თეთრი ერთუჯრედიანი მცენარეების – ფიტოპლანქტონი, რომელსაც კოკოლითოფორიდებს უწოდებენ და კიდევ უფრო პატარა, რომბისებრი ვირუსების – კოკოლითოვირუსების, ბრძოლა ათეულობით მილიონი წელია მიმდინარეობს. გამარჯვების მოსაპოვებლად, კოკოლითოფორიდები ატმოსფეროდან ნახშირორჟანგს შთანთქავენ და კირქვის ჯავშანს ქმნიან. ამ ბრძოლის არეალი იმდენად დიდია, რომ კოკოლითოფორიდები ატმოსფერული ნახშირორჟანგის მნიშვნელოვან ნაწილს შთანთქავენ და ჰაერს სასუნთქად ვარგისს ხდიან. ეს ფოტო 2012 წელს ნასას თანამგზავრმა Aqua-მ გადაიღო. მასზე შავი ზღვა, კოკოლითოფორიდების მასიური გამრავლების გამო ღიაცისფერად არის შეღებილი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.