ელვარე ახალი კასიოპეაში

 ახალი ვარსკვლავი V1405 Cas, რომელიც ამ ფოტოზე ისრით არის აღნიშნული, ისეთი ელვარე გახდა, რომ წინა თვეში ის  შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა. კასიოპეას თანავარსკვლავედში, ნისლეულ ბუშტთან ახლოს მდებარე ახლის ანთების მიზეზი თერმობირთვული აფეთქებაა, რომელიც თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის ზედაპირზე მოხდა, ის თავის კომპანიონ ვარსკვლავს გაზს ართმევდა (აკრეცია) და გარკვეული დროის მერე კრიტიკულ მასას მიაღწია. ანთების დეტალები ჯერ კიდევ დაუზუსტებელია. ახლად ანთება თვითონ ვარსკვლავს არ ანადგურებს და ზოგჯერ მეორდება კიდეც. გამოსახულება 14 საათიანი ექსპოზიციით არის მიღებული (დეტროიტი, მიჩგანის შტატი, აშშ). ასტრონომები და მოყვარულები (კასიოპეას ახალი 2021) V1405 Cas-ზე დაკვირვებას გააგრძელებენ და ამ მოვლენის შეასხებ ახალ ჰიპოთეზებს შემოგვთავაზებენ (კიდევ თეთრი ჯუჯების შესახებ).

ახლის, ზეახლისა და ჰიპერახლის აფეთქების ილუსტრაცია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.