დნმ-მ ატმოსფეროში ექსტრემალურ ფრენას გაუძლო

 დნმ-ს გენეტიკურ მასალას კოსმოსში ფრენისა და უკან, დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლის გადატანა შეუძლია. ეს ექსპერიმენტი რაკეტა TEXUS-49-ას დახმარებით ციურიხის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ჩაატარა.

 რაკეტის გარე ნაწილზე პიპეტის საშუალებით მიმაგრებული, ორჯაჭვიანი დნმ-ს მოლეკულის პატარა ფრაგმენტი, დედამიწიდან კოსმოსში გაემგზავრა და ისევ უკან დაბრუნდა. უკან დაბრუნებული დნმ-ს პლაზმიდური მოლეკულები რაკეტის ისევ იმ წერტილებში იყვნენ, სადაც თავიდან მოათავსეს. ყველაზე დიდი სიურპრიზი კი ის იყო, რომ გადარჩენილი დნმ-ს მოლეკულებს, ბაქტერიული უჯრედებისა და შემაერთებელი ქსოვილის უჯრედებისთვის გენეტიკური ინფორმაციის გადაცემა ისევ შეეძლოთ(”ბიონის” დაბრუნება).

 თეორიას იმის შესახებ, რომ დნმ-ს, კოსმოსიდან დედამიწაზე მოხვედრა შეუძლია, ეს ფაქტი კიდევ უფრო ამაგრებს. ყოველ დღე ჩვენს პლანეტაზე 100 ტონამდე მეტეორტიული მატერია ცვივა. კოსმოსურ პირობებში დნმ(დნმ – უოთსონი, ქრიქი, უილკინსი, ფრანქლინი)-ს მაღალი სტაბილურობა, არამიწიერი სიცოცხლის ძებნის დროს მიღებული მონაცემების ინტერპრეტაციისას უნდა იქნეს გათვალისწინებული. ასევე ისიც, რომ დედამიწიდან გაზავნილ კოსმოსურ აპარატებს, სხვა კოსმოსური სხეულების მიწიერი დნმ-თი დაბინძურება შეუძლიათ(პლანქტონი საერთაშორისო სადგურის ილუმინატორზე; მარსმავალი ”ცნობისმოყვარეობა” წითელ პლანეტას დედამიწის მიკრობებით დააბინძურებს?!; დნმ-ის არამიწიერი ნაწილები მეტეორიტებში; მარსული გრუნტის სინჯები შეიძლება ტეფლონით დანაგვიანდეს).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.