ჩვენი გალაქტიკის უახლოეს ჯუჯა მეზობლებამდე მანძილი, მაგელანის დიდი(მდნ) და პატარა ნისლეულები(მპნ), შესაბამისად, 160 000 და 200 000 სინათლის წელია. სხვა ჯუჯებზე მეტი ზომის ამ ორი გალაქტიკის დანახვა, სამხრეთ ნახევარსფეროს ღამის ცაზე, შეუიარაღებელი თვალითაც არის შესაძლებელი.
მეცნიერების თქმით, მდნ-ში რაღაც უცნაური ხდება. ტარანტულის სახელით ცნობილ ნისლეულში, რომელიც მდნ-ს ნაწილას წარმოადგენს, ნამდვილი ვარსკვლავიერი ინკუბატორი აღმოაჩინეს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, აქ იმაზე გაცილებით ნაკლები ვარსკვლავი იბადება, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს(ტარანტულის ვარსკვლავების ისტორია).
საქმე ისაა, რომ ამ ჯუჯა გალაქტიკაში არსებული 5900 გამოკვლეული დიდი და ძალიან დიდი ვარსკვლავიდან, დაახლოებით 5%, სხვაგან გაჩნდა – მდნ-მ ისინი მპნ-ს მოჰპარა. მეცნიერები მას მერე მივიდნენ ამ დასკვნამდე, რაც დაადგინეს, რომ ეს ვარსკვლავები სხვა მიმართულებით მოძრაობს. უფრო მეტიც, ამ ვარსკვლავების ქიმიური შემადგენელი სრულიად განსხვავებულია იმისგან, რაც მდნ-ს ვარსკვლავებს ახასიათებს. მეცნიერთა აზრით, ტარანტულის ასეთი ინტენსიური ვარსკვლავთ წარმომქმნელი პროცესები, სწორედ მდნ-ს ნაქურდალით შეიძლება აიხსნას. გარდა ამისა, მდნ, არც გაზების მოპარვას ერიდება პატრა მეზობლიდან. გატაცებული გაზები კი ვარსკვლავთ წარმომქმნელი პროცესების ანთებას იწვევს(საინტერესო ფაქტები მაგელანის ნისლეულების შესახებ).