დაღარული პლუტონი

 „ახალი ჰორიზონტების“ მიერ გამოგზავნილ ფოტოებზე, მეცნიერებმა პლუტონის ზედაპირული რღვევა შეამჩნიეს. ამ ჯუჯა პლანეტისა და მთლიანად მზის სისტემისთვის უნიკალურ ლანდშაფტს, ვენერას მიწა უწოდეს (nasa).

new horizons ვენერას მიწა, მრავალკუთხიანი ბლოკებისა ფორმის ვააკეებისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთისგან 3-4 კილომეტრი სიგანის ბნელი არხებით არის გამოყოფილი. აქვე არის დარტყმით წარმოქნილი 25 კილომეტრიანი კრატერებიც. ეს ყველაფერი ტერიტორიის უძველეს წარმოშობაზე მეტყველებს.

 მეცნიერებს ასეთი სტრუქტურები მზის სისტემის არცერთ პლანეტაზე აქამდე არ აღმოუჩენიათ. ყველაზე უფრო მეტად მას, მარსისეული კანიონები – ღამის ლაბირინთი ჰგავს. წითელ პლანეტაზე ისინი ტექტონიკური პროცესების შედეგად გაჩნდა(ციური სხეულის ზედაპირის გაჭიმვა და დაბზარვა).

 პლუტონისეული არხებიც იგივე პროცესების შედეგად უნდა იყოს გაჩენილი. დროთა განმავლობაში, ბლოკების გამყოფი ვაკეები, აზოტის ყინულების მოძრაობითა და მათი სუბლიმაციით(მყარიდან პირდაპირი გადასვლა აირად მდგომარეობაში, თხევადი ფაზის გამოტოვებით) ფართოვდებოდა.

 ნასას მიერ წამროდგენილ ფოტოზე, გაყინული მეთანით მდიდარი ტერიტორიაა ნაჩვენები(იისფრად). მყარი მეთანი, პლუტონისეულ პირობებში სუბლიმაციის მიმართ ძალიან მგრძნობიარეა.

 ეს გამოსახულება, „ახალი ჰორიზონტებზე“ არსებული ინსტრუმენტით – MVIC(მულტისპექტრული გადაღების კამერა), არის მიღებული, 33,9 ათასი კილომეტრის მანძლიდან, ჯუჯა პლანეტასთან მიახლოებამდე 45 წუთით ადრე, ხარისხით – 680 მეტრი პიქსელზე(მისია „ახალი ჰორიზონტები“).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.