გრავიტაციის იმიტირება ”მეორე კანით”…

 მიკროგრავიტაციის პირობებში დიდი ხნით ყოფნა, ასტრონავტთა ჯანმრთელობას ასუსტებს. ძვლების სიმკვრივის შემცირება, კუნთების ატროფია და ა.შ. ამასთან ერთად, უწონობის მდგომარეობაში მოხვედრილი ადამიანის ხერხემალი იწელება, რაც საკმაოდ მტკივნეულ შეგრძნებებს აჩენს.

 ლონდონის სამეფო კოლეჯში, SkinSuit(შემოდენადი ტანსაცმელი)-ად წოდებული სპეციალური ტანსაცმლის გამოცდა დასრულდა, რომელმაც ხერხემლის პრობლემა უნდა გადაჭრას. ჩატარებული ტესტირების შედეგები საზოგადოებისთვის წვდომადი ჯერ არ არის, თუმცა, მეცნიერები დამაიმედებელ განცხადებებს აკეთებნ.

 საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი ასტრონავტების ცხოვრება, დედამიწაზე 24 საათიანი ციკლით მცხოვრები ადამინის ყოფისგან კარდინალურად განსხვავდება. გრავიტაციული ზემოქმედების პირობებში ჩვენი ხერხემალი ძილის დროს ისვენებს. ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ყოფნისას, ხერხემლის მალებსშორის დისკოებს შორის არსებული სივრცე სინოვიალური სითხით ივსება. ორგანიზმიდან მას არასაჭირო ნივთიერებები გამოაქვს და მეტაბოლიზმს აჩქარებს. საწოლიდან ადგომისას, ჩვენ ოდნავ მომატებული გვაქვს სიმაღლე, ოღონდ მცირე ხნით. დღის განმავლობაში გრავიტაციული ზემოქმედება დისკოებს თავის ადგილზე აბრუნებს, 1,5 სანტიმეტრი გვაკლდება და იგივე სიმაღლე გვიბრუნდება. მიკროგრავიტაციის პირობებში მყოფი ასტრონავტის ხერხემალი კი არასოდეს იკუმშება(7 სანტიმეტრამდე მომატების ფაქტიც კი არის ცნობილი), ყოველთვის გაჭიმულ, მოდუნებულ მდგომარეობაშია, რაც მუდმივ ტკივილს იწვევს.

 SkinSuit-ის შექმნაზე ევროპის კოსმოსური სააგენტოს კოსმოსური მედიცინის ცენტრი და ლონდონის სამეფო კოლეჯი მუშაობდა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ნამუშევარზე დაყრდნობით. ძირითადი მასალა ე.წ. სპანდექსია(პოლიურეთანის ბოჭკო), რომელიც გრავიტაციის იმიტატორის როლში გამოდის და მთელ სხეულზე ახდენს დაწოლას, მხრებიდან ტერფებამდე.

SkinSuit-ის გამოცდა ტავისუფლად ვარდნილ თვითმფრინავში.

 საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე SkinSuit-ის ეფექტურობის შემოწმება დანიელმა ასტრონავტმა ანდრეას მოგენსენმა და ფრანგმა ტომას პესკემ მოახდინეს. კოსტიუმის პირველი ვარიანტი ასტრონავტებს არ მოეწონათ.

 საჭირო გახდა მისი დახვეწა. ამასთან ერთად, შეიქმნა ”წყლის საწოლი”, რომელიც მაგნიუმის მარილებით მდიდარი წყლის ნაზავით იყო სანახევროდ შევსებული. მას პირიქით, მიკროგრავიტაციის იმიტირებისთვის იყენებდნენ. ეს მეთოდი მკვდარი ზღვის წყალმა უკარნახა მეცნიერებს, რომლის წყალი იმდენად გაჯერებულია მარილებით, რომ ადამიანს ჩაძირვის საშუალებას არ აძლევს.

 ახალი კოსტიუმის გამოცდაში კოლეჯის სტუდენტთა ჩართვამ მისი ეფექტურობა გაზარდა. მოხალისეები ”წყლის საწოლში” იწვნენ, იმიტირებული მიკროგრავიტაციის პირობებში, ჯერ კოსტიუმის გარეშე, შემდეგ კი SkinSuit-ში გამოწყობილნი. ახალმა ჩასაცმელმა მოდერნიზაციის რამდენიმე ეტაპი გაიარა, რითაც ის უფრო კომფორტული, მოქნილი და ეფექტური გახდა. მისი ბოლო ვერსია არის – SkinSuit Mark VI.

 ”ბოლო ვერსია გრავიტაციის 20%-იან დატვირთვას უზრუნველყოფს, რაც მთვარის მაჩვენებელზე ოდნავ მეტიც არის. ეს სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ხერხემალმა გრავიტაციის საჭირო ეფექტი შეიგრძნოს. ამასთან ერთდ, კიდევ ბევრი რამ ახალი გავიგეთ ფუნდამენტურ ფიზოლოგიურ პროცესებისა და ხერხემალზე დატვირთვის გადანაწილების შესახებ” – ამბობს კვლევის ერთ-ერთი მონაწილე ფილიპ კარვილი(სასტიკი კოსმოსი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *