გალაქტიკათა ზღვა

 

ESO-ოს ეს სურათი არის ფართოზოლიანიც და თან დაყოვნებით გადაღებული(ობიექტივიდან პროექცირებული გამოსახულება მეტი ხნით ანათებდა ფოტომატრიცას ვიდრე ეს ჩვეულებრივ აპარატებში ხდება). ცის ეს მონაკვეთი სავსე მთვარის ზომისაა. ზოგიერთი გალაქტიკა ისეთ მანძილზეა, რომ შესაძლებელია მათი სპირალური და ელიფსური ფორმების გარჩევა, განსაკუთრებით სურათის ზედა ნაწილში. უფრო შორეულებს კი პატარა მანათობელ წერტილებად ვხედავთ, მათგან წამოსულმა სინათლემ დედამიწამდე მოსაღწევად მრავალი მილიარდი წელი იმოგზაურა. ფოტოზე ძირითადი ნაწილი უკავია გალაქტიკურ კლასტერს ნომრით 315, კატალოგი ამერიკელმა ასტრონომმა ჯორჯ აბელმა შეადგინა 1958 წელს. კლასტერი ვეშაპის თანავარსკვლავედში მოჩანს და ჩვენგან 2 მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული. გალაქტიკური კლასტერები სამყაროს ყველაზე მასიური სტრუქტურული წარმონაქმნები არიან, დაკავშირებულნი გრავიტაციული ძალებით. თუმცა ეს სტრუქტურა არ შედგება მარტო იმისაგან რასაც ვხედავთ. ამ გიგანტების მხოლოდ 10% უკავია გალაქტიკებს, გალაქტიკათშორის გაზსაც 10%, ხოლო დანარჩენი 80% უხილავი და უცნობი ინგრედიენტისაგან შედგება, რომელსაც ბნელი მატერია ეწოდება, ის გალაქტიკებს შორის მდებარეობს. ბნელი მატერიის არსებობას მის მიერ გამოწვეული გრავიტაციული ეფექტი ამჟღავნებს. გალაქტიკური გროვების უზარმაზარი მასა მოქმედებს, როგორც გამადიდებელი ლინზა, უცვლის სინათლის სხივს მიმრთულებას და ახდენს ჩვენს მიერ დანახული გამოსახულების დეფორმირებას. ამ ფონურ გალაქტიკებზე დაკვირვებითა და ანალიზით, ასტრონომებს შეუძლიათ მოძებნონ  ჯგუფის საერთო მასა, რომელიც დეფორმირებაზეა პასუხისმგებელი, მაშინაც, როცე ეს მასა არ  ჩანს. ამ ეფექტის შესამჩნევად საჭიროა უამრავ გალაქტიკაზე დაკვირვება. აბელ 315-ის შემთხვევაში შესწავლილ იქნა 10 000-მდე  გალაქტიკა, რითაც კლასტერის საერთო მასის შეფასება შეიძლება, კლასტერისა, რომელიც 100 ათას მილიარდჯერ მასიურია მზეზე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.