17 წლის განმავლობაში, 1996 წლიდან, რუს მკვლევარებს კოსმოსში მასშტაბური ბიოლოგიური ექსპერიმენტები აღარ ჩაუტარებიათ. ეს სამწუხარო გვერდი უკვე გადაშლილია: 2013 წლის 19 მაისს ორენბურგის სტეპში თანამგზავრ ”Бион-М” №1-ის უკან დასაბრუნებელი აპარატი წარმატებით დაეშვა.
ეს, მეთოთხმეტე თანამგზავრია, 1973 წლიდან დაწყებული, რომელიც მსგავსი მისიით კოსმოსში გაუშვეს. ფრენა რეკორდულად დიდი ხანი გაგრძელდა – 30 დღე-ღამე.
რა აღარ მოათავსეს მეცნიერებმა თანამგზავრის ბორტზე, პირველ რიგში C 57bl ხაზის 45 მამალი თაგვი, ხუთ მათგანს არტერიული წნევის გადამწოდები ჰქონდათ ჩანერგილი. მათი გენომი ბოლომდეა გაშიფრული, ამიტომ მეცნიერებმა კარგად იციან, რომელი ცილა და რა პირობებში სინთეზირდება ასეთ თაგვში.
ამერიკელები მსგავს კვლევებში მამრებს არ იყენებენ, უპირატესობას უფრო ნაკლებად აგრესიულ მდედრებს ანიჭებენ. სიცოცხლის უზრუნველყოფას ერთიანი ავტომატური სისტემა ახდენდა. მხოლოდ საკვების მიმწოდებელი მოწყობილობა დაზიანდა, დაშვების მერე თაგვების ნაკვეთურები საკვებით იყო სავსე. ასე იყო თუ ისე, 16 თაგვი დედამიწაზე ცოცხალი დაბრუნდა, რაც ყველა აუცილებელი ანალიზების ჩატარების საშუალებას იძლევა.
ექსპერიმენტში მონაწილე სხვა ჯგუფს არ გაუმართლა – მონგოლური მექვიშიების სიცოცხლის უზრუნველსაყოფი სისტემა მწყობრიდან გამოვიდა, ცხოველები დაიღუპნენ. იგივე დაემართათ თევზებსაც, რომელთა უწონობისადმი ადაპტაცია გერმანელ მენციერებს უნდა შეესწავლათ. რაც შეხება 15 გეკონს, მათ ფრენა კარგად გადაიტანეს და დედამიწაზე უვნებელნი დაბრუნდნენ. ამ ხვლიკებს თათებით ზედაპირებზე მიკრობის უნარი გააჩნიათ, ამიტომ სხეულის ბუნებრივ მდგომარეობაში შენარჩუნება სიმძიმის ძალის ვექტორის მიმართულებისგან დამოუკიდებლად შეუძლიათ.
ექსპერიმენტში უხერხემლოებიც მონაწილეობდნენ – ყურძნის ლოკოკინები. შესწავლილი იქნა მათი გრავირეცეპტორების რეაქცია, ხდებოდა დაკვირვება, როგორ შეძლებდნენ ადაპტაციას კვლავ დაბრუნებული მიზიდულობის ძალის პირობებში.
”ბიონით” ასევე, ფარმაკოლოგიის თვალსაზრისით საინტერესო მცენარეების მარცვლეულმაც იმოგზაურა. მეცნიერებს აინტერესებთ, რა გავლენას მოახდენს მათ ცილოვან შემადგენელზე მიკროგრავიტაცია, დასხივება და კოსმოსური ფრენის სხვა ფაქტორები.
ყველაზე უფრო დიდ ინტერესს პანსპერმიის შესაძლებლობის გადამოწმება იწვევდა – ”სიცოცხლის სპორების” გავრცელება სამყაროში. ამისათვის თანამგზავრის გარე გარსზე კონტეინერები იქნა დამაგრებული მინერალებით, რომლებშიც მაღალი ტემპერატურებისადმი მედეგობით ცნობილი ლიქენები, და მათი სპორები იყო მოთავსებული. ერთ თვიანი კოსმოსური მოგზაურობის მერე ლიქენებს, ატმოსფეროში შემოსვლისას არსებული მაღალი ტემპერატურის გადატანაც მოუხდათ. გარდა ამისა, ღია კოსმოსის პირობებში, არც რთული ორგანული ნაერთების მარტივი ნივთიერებებიდან სპონტანური სინთეზის ექსპერიმენტი დარჩენილა ყურადღების გარეშე.
მისია ”ბიონის” შედეგები, როგოც მეცნიერებაში ხდება ხოლმე, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი მოგვიანებით გახდება. საჭიროა ექსპერიმენტების დასრულება, მათი გააზრება, მეცნიერული ნაშრომების მომზადება და ა.შ.(რატომ ვუშვებთ კოსმოსში ისევ ცხოველებს?; კიდევ სიცოცხლის შესახებ).