აქტიური ვულკანი ვენერას ზედაპირზე

 ის, რომ ვენერაზე უფრო მეტი ვულკანია, ვიდრე დედამიწაზე, კარგად არის ცნობილი, ხოლო ბოლოს როდის აფრქვევდა ეს ვულკანები ლავას – უცნობია. ამჟამინდელი აქტიურობის მოწმობა, აქ, დედამიწაზე იქნა მიღებული. ლაბორატორიული კვლევა გვიჩვენებს, რომ ინფრაწითელ დიაპაზონში ლავის გამოსახულების გამკრთალება, ვენერას სქელი ატმოსფეროს გათვალისწინებით, რამდენიმე თვეში დაიწყებოდა. ევროპის კოსმოსის კველის სააგენტოს აპარატი “ვენერა-ექსპრესი” (ვულკანები ვენერაზე), დედამიწის დად წოდებული პლანეტის ორბიტაზე 2006 წელს გავიდა, რომელთან კავშირი 2014 წლამდე ნარჩუნდებოდა. ამ აპარატის მიერ რეგისტრირებული ინფრაწითელი ნათება მთა ინდუნიდან (ნაჩვენებია ხელოვნური წითელი ფერით) და წარმოდგენილ გამოსახულებაზე ნაჩვენები NASA-ს “მაგელანი“-ის მიერ გადაღებული ფოტო გვიჩვენებს, რომ ეს ვულკანი ახლახანს იფრქვეოდა და ახლაც აქტიური რჩება. ვენერაზე არსებული ვულკანური პროცესების შესწავლა, დედამიწაზე და მზის სისტემის სხვა ობეიქტებზე არსებული ვულკანიზმის ბუნების უკეთ გაცნობიერებაში დაგვეხმარება (კიდევ მზის სისტემის ვულკანების შესახებ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.