საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელსაც ნასა ხელმძღვაბელობს, პოტენციურად საშიშ ასტეროიდებზე სათვალთვალო გლობალური სისტემის(International Asteroid Warning Network (IAWN)) პირველი რეალური გამოცდა ჩაატარა. დაკვირვება ხდებოდა სრულიად რელურ ასტეორიდზე – 2012 TC4, რომელმაც ამა წლის ოქტომბერში დედამიწას 43 780 კილომეტრის მანძილზე ჩაუფრინა. მისი ”გაცილება” პროგრამა TC4 Observation Campaign-ის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტული ტელესკოპებით მიმდინარეობდა.
ჩვეულებრივ, მსგავსი დანიშნულების სამხედრო სისტემების გამოცდას ცრუ სამიზნეების აღმოჩენა თვალთვალით ახდენენ, რაც ასტეროიდების შემთხვევაში შეუძლებელია, გარდა დედამიწასთან ასტეროიდების იშვიათი მოახლოების მომენტის გამოყენებისა.
ამ შემთხვევაში თვალთვალის ობიექტი იყო პატარა ასტეროიდი 2012 TC4, ზომით 15/8-ზე მეტრი. ის პირველად Pan-STARRS(პანორამული დამზერისა და სწრაფი რეაგირების სისტემა. ჰავაი)-ის ტელესკოპმა აღმოაჩინა, პლანეტის დაცვის მაკოორდინირებელი ოფისის(NASA PDCO), ნასას მიერ რეალიზებული პროგრამით -NEO Observations Program(ახლოს მოძრავ ასტეროიდებზე დაკვირვება). 2012 TC4 ტელესკოპის თვალთახედვის არეში მცირე ხნით იყო, თუმცა მისი ტრაექტორიისა და დედამიწასთან მეორედ დაბრუნების თარიღის დადგენა მაინც მოხერხდა. IAWN-ის შემოწმებისას სწორედ ეს მომენტი იქნა გამოყენებული.
2012 წელის ივლისში, უკან დაბრუნებული ასტეროიდი ყველაზე დიდმა ტელესკოპმა(VLT, ESO) აღმოაჩინა, რის მერეც მასზე დაკვირვება ა.შ.შ, რუსეთის, კანადის, გერმანიის, ისრაელის, იტალიის, იაპონიის, ჰოლანდიისა და სამხრეთ აფრიკის ობსერვატორიებმა გააგრძელა. დამზერის მიზანი არა მარტო ასტეროიდზე თვალთვალი იყო, არამედ მისი მოძრაობის ტრაექტორიის უფრო მეტი სიზუსტით გამოთვლა.
დედამიწასთან ახლოს მოძრავი ასტეორიდების კვლევითი ცენტრის(CNEOS) თანამშრომლებმა(რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორია, JPL), 2012 TC4-ს ტრაექტორიის ზუსტი პარამეტრები დაადგინეს, ასევე მზის ქარის ზეგავლენით გამოწვეული ეფექტები. ტელესკოპებითა და ლოკაციური სისტემის საშუელბით დაგროვებული მონაცემები გვიჩვენებს, რომ ამ ასტეროიდის მხრიდან არანაირი საფრთხე არ გვემუქრება. ღერძის გარშემო 12 წუთიანი პერიოდით მბრუნავი ასტეროიდის შემადგენლის დადგენა უამინდობის გამო ვერ მოხერხდა.
ასტეორიდებზე თვალთვალის NASA-სეული პროგრამის ტელესკოპები.
IAWN პლანეტის დაცვის მიზნით შეიქმნა, არა კვლევებისთვის, ამიტომ ჩატარებული გამოცდების მნიშვნელოვან ნაწილს, ამ ინფორმაციის პროექტში მონაწილეებისთვისა და აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის ოპერატიული მიწოდება წარმოადგენა, საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში.
” IAWN-ის ტესტირება გვიჩვენებს, რომ საკმაოდ კარგად ვართ მომზადებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რომელიც პოტენციურად საშიში დიდი ზომის ასტეროიდის მოახლოებას შეიძლება უკავშირდებოდეს. უშუალოდ ასტეროიდზე ზემოქმდების საშუალებები არ გაგვაჩნია, თუმცა ვარდნის ადგილსა და დროზე ზუსტი ინფორმაციის ცოდნა, შესაძლო ზიანის მოყენების შემცირების საშუალებას იძლევა” – ამბობს მაიკლ ქელი, ასტეორიდ 2012 TC4-ზე თვალთვალის პროგრამის ხელმძღვანელი(NASA-მ ასტეორიდების ვარდნის რუკა გამოაქვეყნა; საშიშროება პატარა ასტეროიდების მხრიდან; ასტეროიდები).