“აპოლო-17”: ნამგალა დედამიწა

 საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფ ასტონავტებს მუდმივად შეუძლიათ ჩვენი პლანეტის ხედების თვალიერება. პლანეტის შემოვლას სადგური 90 წუთი ანდომებს, მის ქვეშ ღრუბლები, ოკეანეები და კონტინენტები მიცურავს, კიდევ უფრო შორს კი დედამიწის დისკოს განათებული რკალი ჩანს. ეს ფოტო, რომელიც ციფრული დამუშავებით არის შელამაზებული, ისეთს წარმოგვიდგენს დედამიწას, როგორიც მხოლოდ 24 ადამიანმა ნახა, რომლებმაც მთვარისკენ და უკან 1968-1972 წლებში იმოგზაურეს. ორიგინალი – ფოტო AS17-152-23420, “აპოლო-17”-ის ეკიპაჟმა 1972 წლის 17 დეკემბერს გადაიღო, დედამიწისკენ მომავალ გზაზე. ეს არის უკანაკსკნელი ფოტო, რომელიც ადამიანმა თავისი ხელით გადაუღო დედამიწას (“აპოლო-17”).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.