ამუშავდა განახლებული იაპონური ამაჩქარებელი SuperKEKB

 მაღალ ენერგიათა ფიზიკის შემსწავლელ საერთაშორისო ცენტრში, რომელიც იაპონიის ქალაქ ცუკუბასთან ახლოს მდებარობს, სუპერამაჩქარებელი SuperKEKB ამუშავდა(ამაჩქარებლების მოკლე ისტორია). ახლახანს კი პოზიტრონებისა(ელექტრონის ანტინაწილაკი) და ელექტრონების პირველი შეჯახებებიც განხორციელდა, რომლის მსვლელობისას, წყვილი კვარკებისგან შემდგარი ნაწილაკები წარმოიქმნა.

 ფიქსაცია ხდებოდა დეტექტორით Belle-II, რომელიც გაუმჯობესებული ვერისაა დეტექტორისა, რომელიც პროექტ KEKB/Belle-ს მსვლელობისას გამოიყენებოდა(1999-2000 წლები). მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, B და ანტი-B-მეოზნების მახასიათებელთა ანალიზი მოხერხდა, ასევე СР-სიმეტრიის დარღვევის ეფექტი(CP-დარღვევა პროტონულ-ანტიპროტონული წყვილების მონაწილეობით).

 განახლებული ელექტრონ-პოზიტრონული სუპერკოლაიდერი SuperKEKB, სუპერ-B-დანადგარს წარმოადგენს, სადაც მძიმე კვარკებისგან შემდგარი ნაწილაკების დაშლას სწავლობენ. დეტექტორი Belle II კი მაღალი სიზუსტის ელექტრომაგნიტური კოლორიმეტრია, რომელიც ნაწილაკების ენერგიის გასაზომად გამოიყენება(ნახევარგამტარისგან დამზადებული სენსორი წარმოქმნილ ნაწილაკებს შთანთქავს და მათ ენერგიას ადგენს). Belle II-ის მასა 40 ტონას შეადგენს. თვითონ ინსტრუმენტი კი ცეზიუმის იოდიდის კრისტალებით არის დამზადებული. ინფორმაციის რეგისტრირება ისე სწრაფად ხდება, რომ წამის მემილიონედში შეიძლება დადგინდეს, მოხდა თუ არა რაიმე საინტერესო ელექტრონ-პოზიტრონული შეჯახების დროს.

 მოხდა პირველი ელექტრონ-პოზიტრონული ანიჰილაციის(ურთიერთ განადგურება) დაფიქსირებაც. ფიზიკოსები გეგმავენ, რომ მომავალი ათწლეულის განმავლობაში შესაძლებელი გახდება ელემენტარული ნაწილაკების დაახლოებით 50 მილიარდი შეჯახების დარეგისტრირება, რაც მათ B- და ანტი-B- მეზონების წყვილების სრულყოფილად შესწავლის საშუალებას მისცემს. ეს კი წინა ექსპრიმენტით დაგროვებულზე 50-ჯერ მეტი მოცულობის მონაცემებია(მოკლედ ელემენტარული ნაწილაკების შესახებ; კოლაიდერი).

 სილიციუმის დეტექტორი SVD, რომლის შექმნაზე მუშაობა 6 წელი მიმდინარეობდა. მისი საშუალებით ზუსტად დადგინდება ელემენტარული ნაწილაკის მდებარეობა, მას SuperKEKB-ზე დააყენებენ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.