განახლდა: 11/09/2026
რას წარმოადგენს ჰორიზონტს იქედან ამოსული ნათელი ზოლი? მზის გარშემო მოძრავი, მნათობის სინათლით განათებული მტვრის ზოლი, სისტემის შიდა ნაწილში, წლის გარკვეულ დროს მზის ამოსვლის წინ გამოჩნდება ხოლმე, მას ზოდიაქოს ნათბას უწოდებენ. იუპიტერის ოჯახის სახელით ცნობილი კომეტები ამ მტვრის ძირითადი წყაროა.
ხშირად დასმული კითხვები ზოდიაქოს ნათების შესახებ
უკავშირდება თუ არა ზოდიაქოს სინათლე ზოდიაქოს ნიშნებს?
ზოდიაქოს სინათლე ასტრონომიული მოვლენაა, ხოლო ზოდიაქოს ნიშნები ასტროლოგიას მიეკუთვნება (არის თუ არა ასტროლოგია მეცნიერება?). მათ მხოლოდ სიტყვა „ზოდიაქო“ აკავშირებს: ის აღნიშნავს ცის სარტყელს, სადაც ზოდიაქოს თანავარსკვლავედები მდებარეობს და ზოდიაქოს სინათლე შეიმჩნევა.
რა არის ზოდიაქოს მტვერი?
ზოდიაქოს მტვერი არის პლანეტათშორისი მტვრის ნაწილაკები, რომლებიც მზის სისტემის სიბრტყის სიახლოვესაა თავმოყრილი. ისინი ქმნიან ძალიან გათხელებულ ღრუბელს, რომელიც ფორმით ბლინს მოგაგონებთ და მზის სინათლეს ფანტავს, რითაც ზოდიაქოს ნათებას ქმნის.
რით განსხვავდება ზოდიაქოს სინათლე საპირისპირო (“გეგენშაინ”) ნათებისგან ?
ისევე, როგორც ზოდიაქოს სინათლე, მაშინ წარმოიქმნება, როდესაც მზის შუქი პლანეტათშორის მტვერზე აირეკლება, მაგრამ იგი ცაზე მზის ზუსტად საპირისპიროდ, მზის საწინააღმდეგო წერტილის არეში ჩნდება. ის ზოდიაქოს სინათლის მკრთალი ზოლის შიგნით ოდნავ უფრო კაშკაშა ოვალურ ლაქას ჰგავს. საპირისპირო ნათების შენიშვნა კიდევ უფრო რთულია, ვიდრე ზოდიაქოს სინათლისა: ამისათვის ძალიან ბნელი ცაა საჭირო. ასევე შეიძლება დაგეხმაროთ გვერდითი (ირბი) მხედველობა.
რა არის ჭეშმარიტი განთიადი?
„ჭეშმარიტ განთიადს“ მზის ამოსვლის წინა მომენტს უწოდებენ, განსხვავებით ზოდიაქოს სინათლით გამოწვეული „ცრუ განთიადისაგან“. ასტრონომიულ განთიადს აქვს ზუსტი განმარტება, რომელიც მზის მდებარეობას ეფუძნება, თუმცა გამოთქმა „ჭეშმარიტი განთიადი“ ყოველთვის მის სინონიმად არ გამოიყენება.
ზოდიაქოს სინათლე: მთავარი
ზოდიაქოს სინათლე არის მკრთალი კონუსისებრი ნათება, რომელიც ჰორიზონტზე ამოიწევა ხოლმე. მისი დანახვა ყველაზე ადვილია მზის ჩასვლის შემდეგ, გაზაფხულის ბუნიობის სიახლოვეს, და განთიადის წინ, შემოდგომის ბუნიობის სიახლოვეს. 2026 წლის სექტემბერი და ოქტომბერი კარგად შეეფერება ზოდიაქოს სინათლის დაკვირვებას. ვინაიდან სავსემთვარეობა 2026 წლის 23 სექტემბრის ბუნიობასთან ახლოს იქნება, დაკვირვებისთვის საუკეთესო დროა დაახლოებით 11 სექტემბერი ან 10 ოქტომბერი, ახალმთვარეობასთანა ხლოს. იმისათვის, რომ ზოდიაქოს სინათლე დაინახოთ, შეარჩიეთ უმთვარო ღამე და ბნელი ადგილი ქალაქის განათებისგან მოშორებით. უფასო აპლიკაცია Sky Tonight დაგეხმარებათ დაკვირვების დაგეგმვაში: მასში შეგიძლიათ გაიგოთ მზის ამოსვლისა და ჩასვლის ადგილობრივი დრო, მთვარის ყველა ფაზა და ახალმთვარეობის თარიღები, ასევე იპოვოთ ეკლიპტიკის ხაზი, რომლის გასწვრივაც ზოდიაქოს სინათლეა გადაჭიმული.
ზოდიაქოს ნათება ”ნალის” თავზე
ფოტოზე, ზოდიაქოს ნათების ქვემოთ, ვაკე ადგილზე მომდინარე კოლორადოს კლაკნილია (მეანდრი) წარმოდგენილი. ზოდიაქოს ნათების უკან, უმშვნიერესი ღამის ცა ჩანს, უამრავი ვარსკვლავით მასზე, მათ შორისაა სირიუსიც (სირიუსი – ღამის ცის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი). ჩანს ცისფერი ვარსკვლავური გროვები, პლეადები, ასევე მოწითალო ნისლეულები, ორიონში მდებარე ბარნარდის მარყუჟის ჩათვლით. 30 კადრისგან შედგენილი გამოსახულება თითქმის სრულ სიბნელეშია გადაღებული, წერტილიდან, რომელიც საშიში ხრამის კიდეს სულ რაღაც 15 სანტიმეტრით არის დაშორებული (ზოდიაქოს ნათება და ირმის ნახტომი).