სირიუსი – ღამის ცის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი

 ფოტოზე სირიუსი მარცხენა კიდესთან ახლოს ჩანს. მისგან მარჯვნივ მდებარეობს ორიონის თანავარსკვლავედი, კიდევ უფრო მარჯვნივ ჰეილ-ბოპის კომეტა.

 სირიუსი მზეზე 20-ჯერ ელვარეა და ორჯერ უფრო მძიმე. იქამდე მანძილი 8,7 სინათლის წელია. ეს არ არის მზესთან უახლოესი ვარსკვლავური სისტემა, კენტავრის ალფა გაცილებით ახლოსაა. სირიუსს ძაღლის ვარსკვლავსაც ეძახიან, რადგან ის დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედს მიეკუთვნება. 1862 წელს აღმოაჩინეს, რომ სირიუსი ორმაგი ვარსკვლავია, მისი კომპანიონის, სირიუს B-ს ნათობა 10 000-ჯერ მცირეა სირიუს A-ზე. B პირველად აღმოჩენილი თეთრი ჯუჯების(თეთრი ჯუჯები)ოჯახს მიეკუთვნება – ამ ვარსკვლავების ბუნება პირველად ახსნა ასტროფიზიკოსმა სუბრახმანიან ჩანდრასეკარმა 1930 წელს(ჩანდრასეკარის ზღვარი). ზოგიერთი ასტრონომი თვლის, რომ სირიუსი 2000 წლის წინათ უფრო მოწითალო ფერის იყო ვიდრე ახლაა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.