რა აქვთ საერთო უძველეს ობსერვატორიებს?

განახლდა: 15/09/2013

 პირველი ობსერვატორიები ჯერ კიდევ დიდი ცივილიზაციების ჩამოყალიბებამდელ ხანაში შენდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ძველ ხალხებს ერთმანეთს ათასეულობით კილომეტრი აშორებდა, მათ მიერ აშენებულ ნაგებობეს საერთო კანონზომიერება აქვთ. მთელს მსოფლიოში მიმოფანტული ნაგებობები ერთი გეგმის მიხედვით რატომ შენდებოდა და ვინ არის მისი ავტორი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მეცნიერები ახლაც დაობენ.

zveli obs ankgori kamboja

 2000-დან 2004 წლის ჩათვლით, ამერიკულმა თანამგზავრმა ”იკონოს-2”-მა 30 უძველესი ობსერვატორიის ფოტოები გადაიღო. მიღებული შედეგების მიხედვით, ძველი ნაგებობების არქიტექტურული გეგმის წარმომავლობის ძირითადი თეორია იქნა შემუშავებული.

 კაცობრიობის ყველაზე პირველი ობსერვტორიების სიაში შევიდნენ: ანგკორ-ვატი კამბოჯაში, აბუ-სიმბელი ეგვიპტეში, მექსიკაში – ჩიჩენ-იცა, ტეოტიუაკანი, უკსმალი, ძიბილჩალტუნი და მაიაპანი; კასა-რინკონადა, პუებლო-ბონიტო, ჰოვენვიპი ა.შ.შ-ში, აღდგომის კუნძული; მაჩუ-პიკჩუ პერუში; სთოუნჰენჯი ბრიტანეთში. მსგავს კონსტრუქციათა რიცხვში, კვლევაში არშესული ზოგიერთი ნაგებობაც შეგვიძლია შევიყვანოთ: ქვების წრე ქასლრიგი ბრიტანეთში, ნიუგრეინჯი ირლანდიაში, გოზეკის წრე გერმანიაში და არკაიმი რუსეთში. ყველა ნაგებობას ერთნაირი არქიტექტურული ხასიათი აქვს: წრიული, ან პირამიდული. გარდა ამისა, განსხვავებული განლაგების მიუხედავად, ყველა მათგანი ერთი და იგივე წერტილებისკენ არის ორიენტირებული. კერძოდ, თანამგზავრული და არქეოლოგიური მონაცემებით, ეს წერტილები მზის ჩასვლა-ამოსვლის წერტილებს ემთხვევა მზის დგომისა და თანაბარდღეობის მომენტებში, ”დაბალი” და ”მაღალი” მთვარის ამოსვლა-ჩასვლის წერტილები (მზებუდობა (დგომა), ბუნიაობა და სეზონების ცვლილება).

zveli obser abu_simb mzis festivali ეგვიპტური ტაძარი აბუ-სიმბელი მთლიანად კლდოვან მასივშია გამოკვეთილი. წელიწადში ორჯერ, 21 მარტსა და 22 სექტემბერს, 5 საათზა და 58 წუთზე მზის სხივი კვეთს ხაზს, რომელიც ტაძრის შესასვლელს 65 მეტრითაა დაშორებული და ღვთაების, ამონ-რას მარცხენა მხარს ანათებს. რამდენიმე წუთის მერე სხივი უკვე სხვა ღვთაებას – ჰარმაქისას მიადგება, 20 წუთის მერე კი სხივი ქრება. ჩიჩენ-იცას პირამიდა ისეა ორიენტირებული, რომ სწორედ 21 მარტსა და 22 სექტემბერს (გაზაფხულის და შემოდგომის თანაბარდღეობა) სხივები პლატფორმათა ჩრდილებს მთავრი კიბის კიდეებთან, სამკუთხედებისა და ჩრდილების, გველის თავთან დაკავშირებულ მიმდევრობებს ქმნიან, რაც დაახლოებით 3 საათი გრძელდება. ჩრდილო-აღმოსავლეთ ირლანდიაში, ნიუგრეინჯში, ზამთრის მზის დგომისას სხივები ნაგებობის შიგა დარბაზს ანათებენ. ჭერში სპეციალური ღიობია გაკეთებული, რომლის გავლითაც მზის სხივები ქვებში 19 მეტრის სიგრძის გზას გადიან, დარბაზში ხვდებიან და 17 წუთი ანათებენ მას.

zveli obs chineica gveli მზისა და მთვარის, ცის თაღზე მოძრაობის მთავარი მომენტების ზუსტი ფიქისრების საშუალებას არკაიმის კონსტრუქციაც იძლეოდა. ამისათვის ძველი ასტრონომები, აისისა თუ დაისის დროს, მზის დისკოს ჰორიზონთან შეხებისა და მოშორების მომენტებს აკვირდებოდნენ. ასეთებს ახლა ”ჰორიზონტისპირა” ობსერვატორიებს უწოდებენ, ხოლო მათ მიერ ფიქსირებულ მომენტებს – მოვლენებს.

zveli obs arkaimi ruseti შემთხვევითია თუ არა, რომ დროსა და სივრცეში ერთმანეთისგან დაშორებულ ნაგებობებს ერთნაირი თავისებურებები აქვთ? ჩატარებული კვლევები მკაფიოდ გვიჩვენებს: ძველი ობსერვატორიები, ქაოტურად გაბნეული სხვადასხვა კონტინენტებსა და ქვეყნებში, ერთი გეგმის მიხედვით შენდებოდა, რომელიც უძველეს ცივილიზაციებს შორის ზემოქმედებით ვერ გავრცელდებოდა.

 მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ თუ ეგვიპტელებისა და შუმერების ზოგიერთ ზემოქმედებებს არ ჩავთვლით, მაშინდელი ეპოქის ყველა ხალხები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვითარდებოდა. არქეოლოგებმა აშკარა კულტურული კავშირები ვერ აღმოაჩინეს, ამიტომ ითვლება, რომ ყველა ამ ცივილიზაციის ერთდროული აღმავლობა შემთხვევითობა იყო, ან დიდი როლი ”კულტურულმა ქვეცნობიერმა” ითამაშა, რასაც კარლ იუნგიც აღნიშნავდა – გარკვეული ფსიქიური სტრუქტურებისა თუ მექანიმზების არსებობა, რომლებიც ადამიანებს აქვთ თანდაყოლილი და თაობებიდან თაობებს გადასცემენ.

zveli obs zibilchaltun დღეისათვის პრაქტიკულად ეჭვს აღარ იწვევს ის აზრი, რომ უძველესმა ცივილიზაციებმა ობსერვატორიები თავიანთ მენტალურ და რელიგიურ შეხედულებებთან შესაბამისობაში ააგეს. ობსერვატორიების მშნებლობა გრძელდება, მათ შორის კოსმოსშიც. ამოცანები უფრო მასშტაბური გახდა, აზრი კი იგივე დარჩა: რაც შეიძლება მეტი გავიგოთ ჩვენი და სხვა ვარსკვლავების ზემოქმედების შესახებ დედამიწაზე არსებულ სიცოცხლეზე.

 ქვების თითქოსდა ქაოტური განლაგებების მიღმა ნატიფი ასტრონომიული გამოთვლები იმალება. ძველი ხალხები თავიანთ ობსერვატორიებს ჭაობებსა და ტყით დაფარულ ტერიტორიებზე აშენებდნენ, სტანდარტული საზომი ერთეულების გამოყენებით. როგორ მოხდა ასე?

 ამ ფენომენის ახსნის ვერსია ჯერ კიდევ წინა საუკუნის 30-იან წლებში, ბრიტანელმა ინჟინერმა, ოქსფორდის პროფესორმა ალექსანდრ ტომმა წარმოადგინა. 300-ზე მეტი მეგალითური წრეების შესწავლის მერე, მეცნიერმა დიდი სიზუსტით შეძლო ერთეულის დადგენა, რომელსაც უძველესი ობსერვატორიების აშენების დროს იყენებდნენ. მისი აზრით, ძველმა არქიტექტორებმა გაზომვათა ერთადერთი საიმედო მეთოდი იცოდნენ – დედამიწის ბრუნვა თავისი ღერძის გარშემო, დამზერადი, როგორც ცის თაღის მოძრაობა. ეს ბრუნვა ქანქარის საშუალებით იზომებოდა. ასეთნაირად გადაიქცა დროის ერთეული სიგრძის საზომად, რომელსაც მეცნიერები ”მეგალითურ იარდს” უწოდებენ, სიდიდით — 82,96656 სანტიმეტრი.

 წლების მერე, როცა მეცნიერებმა თანამედროვე ასტრონომული ცოდნა ამ ერთეულს შეადარეს, გაირკვა, რომ მეგალითურ იარდს მთელრიცხობრივი თანაფარდობა აქვს დედამიწის პოლარული წრის გარსშემოწერილობასთან. მეცნიერებმა ეს სიდიდე მეგალითურ იარდებში გამოითვალეს, შემდეგ კი გრადუსებში გადაიყვანეს, აღმოჩნდა, რომ მშენებლები წრეს 366 გრადუსად ყოფდნენ, დღევანდელი 360 გრადუსისაგან განსხვავებით.

 ცნობილია, რომ დედამიწაზე წელიწადი 365 დღე გრძელდება, ყოველი მეოთხე წელი კი ნაკიანია, ის 366 დღისგან შედგება. ზედმეტი დღე ყოველ ოთხ წელიწადში მეორდება და ჯერ კიდევ შუმერების მირ დადგენილ 24 საათიან დღე-ღამეზე (სინამდვილეში) 236 წამით ადრე სრულდება. თუ ამ წამებს 365 დღეზე გავამრავლებთ, სწორედ რომ კიდევ ერთ დღეს მივიღებთ.

 ალექსანდრ ტომის თეორიის სასარგებლოდ მეცნიერებმა კიდევ ერთი არგუმენტი მიიღეს: მათ ააგეს კუბი, რომლის გვერდები გარკვეულ მეგალითურ ერთეულს უტოლდებოდა. ალბათ, ასეთნაირადვე იქცეოდნენ ძველი მშენებლებიც, როდესაც სიგრძის ერთეულს, მოცულობის ერთეულად გარდაქმნიდნენ. მარტივი გაზომვების მერე გაირკვა, რომ ამ კუბის მოცულობა ზუსტად შეესაბამებოდა სტანდარტული ზომის ერთეულს. როდესაც მკვლევარებმა ეს კუბი ქერის მარცვლით გაავსეს, მათ კიდევ ერთი დამთხვევა ელოდათ: მოცულობაში ზუსტად ერთი ფუნტის რაოდენობის მარცვალი დაეტია, რაც დაახლოებით 400 გრამს შეადგენს.

 ამგვარად, მეცნიერებმა შეძლეს დაედგინათ, რომ მეგალითური იარდით კუბური და სფერული სიდიდეების დადგენა არის შესაძლებელი, მასისა და მოცულობის თანამედროვე სიდიდეებთან თანხვედრაში.

 მზის სიტემის  ობიექტებზე დასაკვირვებლად ობსერვატორიების ასაშენებლად საჭირო სიგრძის ერთეულის გამოყენება თუ არის შესაძლებელი? მეცნიერები თლიან რომ – კი. ახალზელანდიელი ასტრონომი რობერტ ადამი ამბობს, რომ მეგალითური იარდი არა მარტო დედამიწის პარამეტრების გამოსათვლელადაა ვარგისი, არამედ მთვარისაც. ჩვეული კილომეტრების ძველ ერთეულებში გადაყვანით, ასტრონომებმა მთავრის რადიუსის მიხედვით მისი გარშემოწერილობა გამოითვალეს. ასე იქნა მიღებული სიდიდე, რომელიც 13 162 900 მეგალითურ იარდს უტოლდება. ასეთი ზომის წრის 366 გრადუსად, შემდეგ კი 60 კუთხურ წუთად და 60 კუთხურ წამად დაყოფით, მთვარის გარშემოწერილობის ყოლევ კუთხურ წამზე 100 მეგალითური იარდი მოდიოდა. ცნობილია, რომ მთვარე მზეზე 400-ჯერ პატარაა. მაშინ ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ მნათობის ზომა ყოველ კუთხურ წამზე 40 000 მეგალითურ იარდს უნდა შეადგენდეს, რაც ასეც არის. zveli obs koreshi

 აშკარა ხდება, რომ უძველესი ობსერვატორიების მსგავსება იმით აიხსნება, რომ ისინი ერთიანი საზომი ერთეულის მიხედვით შენდებოდა. მდებარეობის მიუხედავად, ყველა ძველ არქიტექტორს საიმედო გამოთვლათა მხოლოდ ერთი მეთოდი შეიძლებოდა ჰქონოდა – ეს არის დედამიწის ბრუნვა ღერძის გარშემო, რაც ცის თაღის ბრუნვაში გამოიხატება (ძველი ცივილიზაციები).

2 comments

  1. ასეთი გაზომვებისთვის იყო შექმნილი წამზე უფრო მცირე დროის საზომი ერთეულები რომლებსაც სულხან-საბა ახსენებს

  2. ანუ რა, დაკარგული ცივილიზაციები!?

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.