განახლდა: 05/05/2013
მკვლევარებმა, დედამიწიდან 2,4 მილიონი სინათლის წლის მანძილზე ბნელი მატერიის მარტოხელა გროვა აღმოაჩინეს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ზოგადად მიღებული ასტრონომული თეორიების საწინააღმდეგოდ, გროვა შორეულ კოსმოსში გალაქტიკური ჯგუფების შეჯახების მერე დარჩა.
ამ უხილავი ნივთიერების ბუნება გამოცანად რჩება, მეცნიერები ვარაუდის დონეზე ცდილობენ იმის წარმოდგენას, თუ როგორ შეიძლება იქცეოდეს იგი. პირველ რიგში გასათვალისწინებელია ის, რომ არსებული მონაცემების მიხედვით, გალაქტიკათა უმრავლსობა ბნელი მატერიის უზარმაზარი მასების შიგნით იმყოფება.
ამ შედგენილ გამოსახულებაზე გალაქტიკური კლასტერის ეიბელ 520-ის შერწყმაა გამოსახული, მასში ბნელი მატერიისა და ცხელი გაზების განაწილების ჩათვლით. ნარინჯისფერი, გალაქტიკების ვარსკვლავური შუქის დემონსტრირებას ახდენს. ცისფერი სურათი კი ბნელი მატერიის თავმოყრის ადგილებს. მწვანე ფერით, ცხელი გაზების განაწილებაა წარმოდგენილი. ქვედა მარცხენა ფოტო ბუნებრივ ფერებში ”ჰაბლმა” გადაიღო.
კლასტერ ეიბელ 520-ში ბნელი მატერიის შენადედების შესწავლის მერე, მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ბნელ მატერიას კოსმოსურ მტვერში თავისი ”ჭუპრების” დატოვება შეუძლია.
ბნელი მატერია ლაბორატორიულად არასოდეს დაფიქსირებულა, რადგან ის არ ასხივებს და არ ირეკლავს გამოსხივებას, არ შედის ჩვეულებრივ მატერიასთან ურთიერთქმედებაში, გარდა გრავიტაციულისა.
მეცნიერები აქამდე თვლიდნენ, რომ კოსმოსის მატერიის 95% ბნელ მატერიაზე (ბნელი ენერგია) მოდის და ამ ფაქტის საწინააღმდეგოდ ჯერ არაფერი მიუთითებს. თუმცა გაჩნდა აზრი, რომ ის ცალკეული შენადედების სახითაც შეიძლება არსებობდეს, რომლებიც გალაქტიკების შეჯახებების და შერწყმის შედეგად დარჩა. ამის მტიკიცებულებაა ბნელი მატერიის გროვები ეიბელ 520-ში.