განახლდა: 05/09/2026
„ნა ვუჰანე მაჰოე ჰუკი პუ ი კე ოლა“ ჰავაური სახელია სპირალური გალაქტიკების ამ წყვილისთვის, რომლებიც გრავიტაციულ ურთიერთქმედებაში არიან. ეს გალაქტიკური მასშტაბის სანახაობა დაახლოებით 200 მილიონი სინათლის წლის დაშორებით, პეგასის თანავარსკვლავედში ხდება. ის დეტალურად არის აღბეჭდილი ამ სურათზე, რომელიც გადაღებულია ჰავაიდან, მაუნაკეაზე მდებარე 8,1 მეტრიანი ტელესკოპით „ჯემინი ნორთი“. გალაქტიკური წყვილი, რომელიც ცნობილია როგორც NGC 7253 და Arp 278, კვლევის სამიზნედ აირჩიეს ჰავაის უნივერსიტეტისა და ხსენებული ობსერვატორიის სტუდენტებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ „ჰეკელანის პროექტის“ სტაჟირების პროგრამაში და ამ წყვილს ჰავაიური სახელი დაარქვეს, რაც ნიშნავს „ორი სული ერთიანდება სიცოცხლის შესაქმნელად“. ეს შესაფერისი სახელია გალაქტიკების შეჯახებისთვის, რომელიც ვარსკვლავთწარმოქმნის აქტიური ზონა ხდება, რაც ქმნის სიცოცხლის ელემენტარული საშენი ბლოკების გალაქტიკურ რეზერვუარს. შერწყმული გალაქტიკები მდებარეობს პეგასის იმ ნაწილში, რომელშიც ჰავაის ნავიგაციური თანავარსკვლავედი კალუპე ო კაველოა (გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები).