განახლდა: 19/04/2026
ბევრს ჰგონია, რომ დედამიწის ნებისმიერ წერტილში, წელიწადის ნებისმიერ დროს, ჩვენი პლანეტის მხრიდან მოქმედი გრავიტაციული მიზიდულობა ერთნაირია. სინამდვილეში, დედამიწის გრავიატციული ველი მერყევი, დროში ცვლადი ძალაა, რაც მთელი რიგი მიზეზების გამო ხდება – მასების არაერთგვაროვანი გადანაწილება ოკეანეებში, კონტინენტებსა და წიაღში, ასევე კლიმატური პირობები, როგორებიცაა კონტინენტური წყლის ბალანსი, მყინვარების დნობა ან მატება.
ყველა ეს რყევა პირველად აღიბეჭდა გამოსახულებაზე, რომელიც პოტსდამური გრავიტაციული კარტოფილის სახელით არის ცნობილი – გერმანელი გეოფიზიკოსების მიერ წარმოდგენილი დედამიწის გრავიტაციული ველის ვიზუალიზაცია (არ შეესაბამება პლანეტის ზედაპირის რელიეფის შემადგენელი დეტალების ფიზიკურ ზომებს !!!).
მართლაც კარტოფილის მსგავს მოდელში საინტერესო ისაა, რომ დედამიწის გრავიტაციული ველი არაერთგვაროვანი მყარი სხეულით წარმოგვიდგება, არამედ დინამიური ზედაპირით, რომელიც დროში იცვლება. ახალი გრავიატციული მოდელი თანამგზავრების – LAGEOS, GRACE და GOCE-ეს დახმარებით შეიქმნა, ასევე ზედაპირზევე ჩატარებული გაზომვებისა და მონაცემებით თანამგზავრული ალტიმეტრიიდან.
2005 წელს მიღებული მოდელისგან განსხვავებით, ახალი, 4-ჯერ გაზრდილი სივრცული გარჩევადობის შესაძლებლობით გამოირჩევა.
ევროპის კოსმოსური სააგენტოს მისია GOCE-მ სტარტი 2009 წელს აიღო და ახლაც აგრძელებს გრავიდაზვერვას – გრავიტაციით გამოწვეული ცვლიელბები თანამგზავრის აჩქარებაში ორბიტაზე მოძრაობის დროს.
მოდელში ასევე, მისია GRACE-ს ორი თანამგზავრიდან მიღებული მონაცემებიც იქნა ჩართული. კლიმატთან დაკავშირებულ ცვლიელბებზე დაკვირვებით, როგორიცაა პოლარული რეგიონების დიდი მყინვარების დნობა, ან მდინარეთა დიდ სისტემებში თავმოყრილი სეზონური წყლის რაოდენობა, GRACE-მ გრავიტაციულ ველზე გავლენის დადგენა შეძლო, დიდმასშტაბიან დროით ინტერვალებში.
მთლიანობაში, სრული სახის მოდელის მისაღებად 800 მილიონამდე დაკვირვება იქნა გათვალისწინებული, ის 75000-ზე მეტი პარამეტრის მიხედვითაა აწყობილი, რომლებიც დედამიწის გრავიტაციულ ველს ასახავს. მარტო GOCE-მ, 2009 წლის მარტიდან 2013-ის ნოემბრის ჩათვლით, დედამიწას 27000-ჯერ შემოუფრინა.
საბოლოო შედეგმა სანტიმეტრულ სიზუსტეს მიაღწია და ზღვის დონეებისა და სიმაღლეების შესახებ ინფორმაციის წყაროდ შეიძლბე იქნეს გამოყენებული. ეს ინფორმაცია მეცნიერების სხვა დარგებში მომუშავე სპეციალისტთა შორისაც დიდ ინტერესს იწვევს.
დედამიწაზე სად არის მიზიუდულობის ძალა ყველაზე სუსტი? შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს არის ევერესტი, პლანეტის ყველაზე მაღალი წერტილი, რადგან დანარჩენ ზედაპირზე შორსაა მასის ძირითადი თავმოყრის ადგილიდან, დედამიწის ბირთვიდან. მაგრამ, სუსტი მიზიდულობის რეკორდი მას არ ეკუთვნის.
დედამიწის ზედაპირზე ყველაზე სუსტი გრავიტაცია პერუს ანდებში, მთა ნევადო უასკარანზე დაფიქსირდა. იქ თავისუფალი ვარდნის აჩქარება 9,7639 მ/წმ²-ია – მნიშვნელოვნად ნაკლები სტანდარტულ 9,81 მ/წმ²-ზე.
ეს, ფაქტორების ერთობლიობით არის გამოწვეული. ნევადო უასკარანი ეკვატორიდან სულ რაღაც ათასი კილომეტრით შორს მდებარეობს, სადაც დედამიწის რადიუსი ეკვატორული ამობურცულობის გამო ისედაც დიდია. ამას ემატება მთის სიმაღლე და ადგილობრივი გეოლოგიური თავისებურებები – ქანების მცირე სიმკვრივე. ეკვატორიდან დაშორებასთან ერთად, გრავიტაციის ზრდა სრულად კომპენსირდება მთის სიმაღლით და ადგილობრივი ანომალიებით.
ასე რომ, თუ გსურთ, რომ რაც შეიძლება ნაკლებს იწონიდეთ რეალური მასის ერთი გრამის დაკარგვის გარეშე, ნევადო უასკარანზე უნდა ახვიდეთ. მართალია, სხვაობა გრამზე მცირეა, მაგრამ ეს აბსოლუტურად რეალურია.
დედამიწის ზედაპირზე გრავიტაციული მიზიდულობა ყველაზე ძლიერია პოლუსებთან. ამ ფენომენის ძირითადი მიზეზებია – დედამიწის ფორმა: დედამიწა არ არის იდეალური სფერო, ის პოლუსებთან შებრტყელებულია (გეოიდი). ამის გამო, პოლარული რეგიონები დედამიწის ცენტრთან უფრო ახლოსაა (21 კმ-ით უფრო ახლოს ეკვატორთან შედარებით), რაც გრავიტაციის ძალას ზრდის. დედამიწის ბრუნვა: გრავიტაციის საწინააღმდეგო ცენტრიდანული ძალა უდიდესია ეკვატორზე და ნულის ტოლია პოლუსებზე (დედამიწა).