”ვიკინგები” მარსზე: 5 ფაქტი ლეგენდარული მისიის შესახებ

განახლდა: 17/10/2018

 50 წლის წინ, 1976 წლის 20 ივლისსა და 3 სექტემბერს, ჯერ  ”ვიკინგ-1”, შემდეგ კი ”ვიკინგ-2” მარსის ზედაპირზე დაეშვა და მარსის პირველი ფერადი ფოტოები გადაიღო…  1. ავტომატური აპარატები ”ვიკინგ-1” და ”ვიკინგ-2”, პირველი კოსმოსური აპარატებია, რომლებმაც მარსის ზედაპირზე წარმატებით იმუშავეს.

viking lender 2. ”ვიკინგებს” ერთნაირი კონსტრუქცია ჰქონდა. ყოველი მათგანი ორბიტული სადგურისგან შედგებოდა (ანუ მარსის ხელოვნური თანამგზავრი) და დასაშვები აპარატისგან ავტომატური სადგურით. ორივე აპარატი 1975 წელს, 3 კვირიანი შუალედებით, კანავერალის კონცხიდან გაუშვეს. მარსამდე წელიწადზე მცირე დროში მიაღწიეს. მარსამდე მანძილი 56 მილიონ კილომეტრამდე იყო შემცირებული, რადგან სტარტები ე.წ. დიდი პირისპირდგომის დროს განხორციელდა, რაც 15 – 17 წელიწადში ერთხელ ხდება.

 3. დასაშვები აპარატი ”ვიკინგ-2” წითელ პლანეტაზე 3 სექტემბერს დაჯდა, კოლეგას დაშვებიდან ნახევარი თვის მერე. პირველი ფოტო იმ დღესვე იქნა გადაღებული, მასზე უტოპიის სახელით ცნობილი დაბლობია გამოსახული.

 4. ”ვიკინგების” მისიის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა არის მონაცემები მარსული ქანების შესახებ. საკვლევი ნიმუშები ჭარბი რაოდენობით შეიცავს სილიციუმსა და რკინას, ბევრია მაგნიუმიც, ასევე ალუმინი, კალციუმი, ტიტანი. კალიუმის რაოდენობა კი დედამიწის ქერქში არსებული რაოდენობის საშუალო მაჩვენებელზე 5-ჯერ ნაკლები აღმოჩნდა.

 5. მისია, რომელიც დახლოებით 1 მილიარდი დოლარი დაიხარჯა, ერთ-ერთი ყველაზე ინფორმატიული მარსული პროგრამა იყო, თუმცა, ორგანული ნაერთები ან მათი კვალი ვერც მაშინ და ვერც ახლა ვერ იქნა აღმოჩენილი (ჭორები მარსულ სიცოცხლეზე…; მარსის წიაღში ბევრი წყალია; სიცოცხლე მარსზე; მარსმავლები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.