გიგანტური კოსმოსური ავარიის დეტალები

განახლდა: 24/06/2011

 ასტრონომებმა, გალაქტიკური გროვის, Abell 2744-ის ფორმირების დეტალები გაარკვიეს. ამ ობიექტის კვლევა რამდენიმე ტელესკოპით ხდებოდა, რომლებიც სხვადასხვა დიაპაზონებში მუშაობენ. გაირკვა, რომ ეს გროვა გალაქტიკების, გაზებისა და ბნელი მატერიის შემცველი ოთხი გროვის შეჯახებით ჩამოყალიბდა.

 Abell 2744, დედამიწიდან 4 მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული. მასში ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული სტრუქტურა შედის, ამიტომ ასტრონომები მას პანდორას გროვასაც კი უწოდებენ. დიდი ხნის განმავლობაში ამ გროვის წარმოშობის დეტალები გაურკვეველი რჩებოდა.

 ახალი კვლევა სპეციალისტთა საერთაშორისო ჯგუფმა ჩაატარა. მათ გააანალიზეს მონაცემები, შეგროვილი რამდენიმე ტელესკოპით. ტელესკოპების მასივი VLT (Very Large Telescope – ძალიან დიდი ტელესკოპი), რომელსაც ევროპის კოსმოსური სააგენტო კურირებს, ასევე იაპონური “სუბარუ”. ორბიტული ტელესკოპი ”ჰაბლი” და ასევე კოსმოსური ობსევრატორია Chandra.

 გროვის შემადგენლობაში შემავალი გალაქტიკების გამოსახულება მიღებულ იქნა VLT, ”ჰაბლითა” და ”სუბარუთი”. გავარვარებული გაზი ვიზუალიზირებულ იქნა ”ჩანდრას” მიერ, ხოლო ბნელი მატერიის არსებობა, რომელიც არ მონაწილეობს ელ.მაგნიტურ ურთიერთქმედებაში, მეცნიერებმა VLT-თი და ”ჰაბლით” დაადგინეს. რადგან ბნელი მატერიის პირდაპირი დანახვა შუძლებელია, მეცნიერებმა გამოიყენეს გრავიტაციული მიკროლინზირება.

 შეგროვებული მონაცემების შესწავლით, მეცნიერებმა გროვის ჩამოყალიბების სცენარი აღადგინეს, რომლის მიხედვითაც მოვლენები 350 მილიონი წლის წინათ ხდებოდა. შეჯახების შედეგად ბნელი მატერიის ნაწილი, ცხელი გაზები და გალაქტიკები ცალკეულ გროვებად განაწილდა. Abell 2744-ის ცენტრში მდებარეობს ”ბირთვი”, რომელიც გაზისა და ზოგიერთი გროვის შეჯახებით წარმოიშვა. Abell 2744-ის ზოგიერთ რეგიონში კი აღმოჩნდნენ მხოლოდ გალაქტიკები და ბნელი მატერია, ხოლო გაზი, ალბათ, გამოძევებულ იქნა გროვას პერიფერიულ ნაწილში.

 მთლიანობაში, პანდორას გროვის 5 პროცენტი გალაქტიკებზე მოდის. დაახლოებით 20 პროცენტი კი ცხელ გაზზე, დარჩენილი 75 პროცენტი – ბნელ მატერიაზე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.