Virgin Calactic – კოსმოსური ტურიზმი

 Virgin Calactic – მა, SpaceShipTwo(“კოსმოსური ხომალდი ორი”)-ს საბოლოო მოდელი წარმოადგინა. მოხავეს აერო–კოსმოპორტის პლატფორმაზე, რომელიც  მოხავეს უდაბნოს მთების ჩრდილქვეშ, ლოს–ანჯელესის ჩრდილოეთით, 150 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს (space.com).

 ხომალდის პრეზენტაცია საზეიმო მუსიკის, კოქტეილებისა და ფეიერვერკების თანხლებით გაიმართა, კომპანიის დამაარსებელი სერ რიჩარდ ბრენსონი კი კოსმოსურ ხომალდს მანქანით მოუძღოდა, რამაც დამსწრეების გულმხურვალე ოვაციები გამოიწვია (ვიდეო riding atop the SUV); ცნობილი ასტროფიზიკოსის, სტივენ ჰოკინგის ხმამ კი ხომალდის სახელი –  VSS Unity, გამოაცხადა და სუბორბიტული ფრენების ეპოქის დასაწყისი გვამცნო.

 ზუსტად თხუთმეტი თვის წინ, “კოსმოსური ხომალდი ორი”–ს ორიგინალურმა კონსტრუქციამ VSS Enterprise, კატასტროფა განიცადა – ხომალდი 2014 წლის 31 ოქტომბერს, საცდელი ფრენის დროს ნაწილებად დაიშალა, რის გამოც მფრინავის თანაშემწე მაიქლ ოლსბერი დაიღუპა, ხოლო მფრინავ–გამომცდელი პიტერ სიებოლდი სერიოზულად დაშავდა (სურათების გალერეა).

 VSS Unity-ს დაბადების დღე ბრენსონის ერთი წლის შვილიშვილის – ივა დეიას დაბადების დღეს “დაემთხვა”, ამიტომ ხომალდზე მილოცვის ნიშნად რძით სავსე ბოთლი მიამხსვრიეს და დაბადების დღის ტრადიციული სიმღერა გააჟღერეს, სადაც მთავარი პარტია ინგლისელმა მომღერალმა სარა ბრაითმენმა შეასრულა.

Virgin Calactic – ის დამაარსებელი სერ რიჩარდ ბრენსონი კოსმოსურ ხომალდს წინ მანქანით მოუძღოდა.

 როგორც Virgin Calactic – ის წარმომადგენლები აცხადებენ, VSS Unity არის არა VSS Enterprise –ის შემცვლელი, არამედ – თანხმლები ხომალდი: – “როდესაც ამ უკანასკნელმა კატასტროფა განიცადა, VSS Unity–ს 65% უკვე დასრულებული იყო”.

 ტრაგედიის მიზეზები

 როგორც ა.შ.შ-ს ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულმა ბიურომ დაადგინა, Enterprise ნაწილებად დაიშალა, როდესაც მფრინავმა ოლსბერიმ კოსმოსური თვითმფრინავის “ბუმბულის” ორმაგი კუდი დაშვების დროს ზედმეტად ადრე გაშალა – კონსტრუქციის ეს ნაწილი მთლიან ხომალდს ატმოსფეროს ზედა ფენებისკენ, დაშვების საპირისპიროდ მიმართავს. უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელმა, ქრისტოფერ ჰართმა ხომალდის უსაფრთხოების პარამეტრები დაიწუნა, ვინაიდან ადამიანის ერთ უმნიშვნელო შეცდომასაც კი მთელი ეკიპაჟისა და ყველა მგზავრის საფრთხეში ჩაგდება შეეძლო. როგორც Virgin Calactic – ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, VSS Unity–ს კონსტრუქციაში უსაფრთხოების ხარვეზები აღმოფხვრილია.

Virgin Calactic – ის მიერ ახალი კოსმოსური ხომალდის გამოცდა.

 ხომალდის ამ ვერსიას, კოსმოსურ ორბიტაზე ორი პილოტის თანხლებით, ექვსი მგზავრის გაყვანა შეუძლია; ფრენები ნიუ–მექსიკოში მდებარე ამერიკის კოსმოპორტიდან განხორციელდება: ხომალდს მატარებელი თვითმფრინავი 15 000 მეტრის სიმაღლედე აიყვანს და შემდეგ დაუშვებს; ამ მომენტში ხომალდის სარაკეტო ძრავი ამუშავდება და მგზავრებს დედამიწის ზედაპირდან სულ მცირე 100 კილომეტრის სიმაღლეზე აიყვანს. ოფიციალური შეთანხმებით, სწორედ ამ სიმაღლეზე გადის ე.წ. “გარე კოსმოსის” ზღვარი.

 Virgin Calactic – ის წარმომადგენელთა მტკიცებით, მგზავრები კოსმოსური სიშავის ფონზე დედამიწის ცისფერ რკალს დაინახავენ და უწონადობის რამდენიმე წუთს გამოცდიან; აფრენიდან 2,5 საათის შემდეგ კი ხომალდი საფრენ ბილიკზე დაეშვება.

virgin zrava 
Virgin Calactic – ის ხომალდი VSS Unity–ს უკანა(ძრავის) ხედი; მოხავეს აერო–კოსმოპორტი, კალიფორნია.

 დღეისათვის, ერთი ბილეთის საფასური 250 000 ამერიკული დოლარია და ასეულობით ადამიანმა უკვე წინასწარ შეიძინა რეზერვი. თუმცა Virgin Calactic ერთად–ერთი კომპანია არ არის, ვინც სუბორბიტული კოსმოსური ფრენების ტურისტული პოტენციალის გამოყენებაზე მუშაობს: კორპორაცია XCOR Aerospace აგებს ერთმგზავრიან ხომალდს სახელად “Lynx”, ხოლო  Blue Origin მუშაობს მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსურ კაპსულაზე “New Shepard” (space.com).

 წინ გრძელი გზაა

 ახალი “კოსმოსური ხომალდი ორი” ჯერ არათუ კოსმოსში მგზავრების წასაყვანად, არამედ ასაფრენადაც არ არის ბოლომდე მომზადებული: “პრობლემების ბასრი კუთხეების მომრგვალებას არ ვაპირებთ” – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი. – “აფრენამდე ათჯერ და ასჯერ შემოწმდება, როგორ მუშაობენ ერთად ელექტრონული, სარაკეტო ძრავისა და პილოტირების სისტემები”. ტესტირების თარიღები ჯერ გარკვეული არ არის.

 “Virgin Calactic–მა ტურისტული კოსმოსური ფრენების დამკვიდრებისაკენ უზარმაზარი ნახტომი გააკეთა” – აცხადებს დუგ შეინი, Spaceship Co–ს წარმომადგენელი. – “მართალია ბევრი მსგავსი ხომალდი იქმნება, მაგრამ ეს, კოსმოსური რბოლა არ არის. ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფა კომერციაზე უფრო მნიშვნელოვანია” (კიდევ პროექტის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.