ეს არის წყლის მასებზე მძლავრი ზემოქმედებით წარმოქმნილი გრძელი ტალღები. ცუნამი ძირითადათ წყალქვეშა მიწის ძვრებითაა გამოწვეული(85%), ამ დროს ხდება ოკეანის ფსკერის სწრაფი გადაადგილება (აწევა ან დაწევა). ის ნებისმიერი მიწის ძვრის დროს ჩნდება, თუმცა დიდ სიმძლავრეს აღწევს, როცა მაგნიტუდა 7 და მეტი ბალია. ცუნამის 80% წყნარი ოკეანის პერიფერიებზე ხდება. მოვლენის პირველი მეცნიერული აღწერა ხოსე დე აკოსტამ გააკეთა 1586 წელს. მაშინ მძლავრმა მიწის ძვრამ 25 მეტრიანი ტალღები წარმოშვა, რომლებიც ხმელეთზე 10 კილომეტრის მანძილეზე შეიჭრნენ(პერუ).