ნასას კოსმოსურმა ტელესკოპმა ჩვენს გალაქტიკაში იშვიათი ტიპის ვარსკვლავების პოპულაცია აღმოაჩინა, რომელთაც ასტრონომები „ჩამორჩენილ ცისფერ“(1) ვარსკვლავებს უწოდებენ. ამ უჩვეულო ვარსკვლავებმა ასეთი სახელი იმიტომ მიიღეს, რომ მათი განვითარების „დამუხრუჭებისა“ და კაშკაშა ნათების გამო, ისინი უფრო ახალგაზრდად გვეჩვენება, ვიდრე არიან სინამდვილეში.