ობიექტი გედი X-1 მზიდან 6000 სინათლის წლითაა დაშორებული(Marshall Space Flight Center).
ცნობილი შავი ხვრელის გვირგვინში მეცნიერებმა ძლიერად პოლარიზებული გამა-სხივების წყარო აღმოაჩინეს. მათი წარმომავლობის კვლევით კიდევ უფრო მეტი გახდება ცნობილი შავი ხვრელებისა და იმ პროცესების შესახებ, რომლებიც მოვლენათა ჰორიზონტთან ახლოს ხდება.